რუსეთი რიცინის დამზადებას პანკისსა და ჩეჩნეთს უკავშირებს

(თბილისი, 8 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს მიუნხენში უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა რომ მომწამვლელი ნივთიერების რიცინის კვალი ჩეჩენ მეამბოხეებთან და პანკისის ხეობასთან მიდის.

“რაც შეეხება ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საწვრთნე ბაზებს, ამ სახის ობიექტები პანკისის ხეობაშია,” განაცხადა ივანოვმა.

მისი თქმით ხეობაში რიცინის დამამზადებელი ლაბორატორიები იქნა აღმოჩენილი. “ის ტერორისტები რომლებიც ბრიტანეთსა და საფრანგეთში რიცინის გამო დააკავეს მომზადება სწორედ პანკისში გაიარეს,” დასძინა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version