საქართველო უცხოელებს მოუწოდებს თავი შეიკავონ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენისგან

(თბილისი, 7 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნებისმიერი გარიგება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენას შეეხება, უკანონოდ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, – განაცხადა 6 თებერვალს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა სოლომონ პავლიაშვილმა.

საქართველო მუდმივად გამოთქვამს პროტესტს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version