მოსკოვში არძინბას ნათესავი მოკლეს

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოსკოვში, 3 თებერვალს საკუთარი სახლის წინ, მოსკოვის დროით 20 საათზე მოკლეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავი სალიბეი არძინბა.

მკვლელი არძინბას სახლის სადარბაზოს პირველ სართულზე იმალებოდა. არძინბას მიყენებული აქვს 14 ჭრილობა. მკვლელობა “ლიუგერის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

მკვლელობის შემდგომ ადგილზე მივიდნენ რუსეთის პროკურატურის წარმომადგენლები, თუმცა ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

სალიბეი არძინბა მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. სოჭში, სადაც მანმადე ცხოვრობდა ორი რესტორანის მფლობელი იყო. აფხაზეთში კი 1992-94 წლების დროს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილეთა გაერთიანებული პარტიის ლიდერი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version