ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებენ

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციის წამყვანმა ლიდერებმა დაგმეს დღევანდელი თავდასხმა “ახალი მემარჯვენეების” პარტიის შტაბ-ბინაზე.

როგორც “ახლების” ლიდერებმა განაცხადეს, დღეს 20-მდე შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა პარტიის ოფისს ორთაჭალაში, რომლებმაც გაანადგურეს ინვენტარი და შეურაცხყოფა მიაყენეს პარტიის წევრებს.

“ეს არის “ახალი მემარჯვენეებისა” და მთლიანად ოპოზიციის დასინების მცდელობა”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.

“როცა შეიარაღებულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისს ესხმის თავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანასი სიტუაცია უმართავია”, – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აღკვეთოს ძალადობა და ინციდენტი უახლოს დროში გამოიძიოს.

როგორც “ახალი მემარჯვენეები” და თვითმხილველები ამტკიცებენ, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ ისინი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის მომხრეები არიან. ბათიაშვილი ახლახანს “ახალი მემარჯვენეების” რიგებიდან გარიცხეს იმის გამო, რომ 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დაუჭირა მხარი.

ბატიაშვილმა თავადაც დაგმო დღევანდელი თავდასხმა და განაცხადა, რომ ამ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version