შევარდნაძე გაერო-ს უშიშოების საბჭოს აკრიტიკებს

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრიტიკულად აფასებს გაეროს უშიშროების საბჭოს ქმედებებს. შევარდნაძის განცხადებით, ჭიანურდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.

“მშვიდობიანი გზით საკითხის მოგვარების ალტერნატივა არ არის. აფხაზეთიდან დევნილები და მთლიანად მოსახლეობა  ლოდინით დაიღალნენ” – აცხადებს შევარდნაძე.

პრეზიდენტის გაკვირვებას იწვევს გაეროს მხრიდან უმოქმედობა კონფლიქტური სიტუაციის მოწესრიგებაში.

პრეზიდენტი 30 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში პოზნტიურ ნიუანსებს ხედავს და აცხადებს, რომ საჭიროა სათანადო დროს მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version