ჩეჩენთა სასამართლო პროცესი გადაიდო

(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში დღეს დაკავებული 3 ჩეჩენი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ამის მიზეზი ანინიმური სატელეფო ზარი გახდა, რომელის საშუალებით სასამართლოს აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებაა დამონტაჟებული. ადგილზე გამოცხადდა შსს შესაბამისი რაზმი და კინოლოგთა ერთი ჯგუფი. შემოწმების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

სამი ჩეჩენი გელოგაევი, ალხანოვი და ელხაჯიევი 2002 წლის აგვისტოს საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს.

ჩეჩნების ადვოკატები საქართველოს გენპროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც სამივე ჩეჩენი რუსულ მხარეს უნდა გადაეცეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version