ენერგეტიკის მინისტრი თურქეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის ტრანზიტს განიხილავს

(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა დღეს თურქეთში გაემგზავრა. იგი თურქეთის სათბობ-ენერგეთიკის მინისტრს შეხვდება.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით ვიზიტის დროს მინისტრები რუსეთიდან საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხზე იმსჯელებენ. ასევე ფარავანში ახალი ჰიდროელექტრო სადგურის აშენების პროექტს განიხილავენ.

ახალი სადგურის მშენებლობზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სამშენებლო სამეშაოებს მთლიანად თურქეთის მხარე დააფინანსებს.

დავით მირცხულავა თბილისში 3 თებერვალს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version