ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პანკისის თაობაზე იმსჯელებს

(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 27-31 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

ასამბლეა მოისმენს სპეციალური კომისიის მოხსენებას, რომელმაც მოსკოვში, თბილისსა და პანკისის ხეობასი იმოგზაურა.

“იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც კომისიამ პანკისის ხეობაში ნახა, შეიძლენა ითქვას, რომ სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებულია და ვითარებას საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები აკონტროლებენ”, – ნათქვამია კომისიის მოხსენებაში.

სპეციალური კომისიის წევრები მოსკოვში, თბილისსა და პანკისის ხეობასი 2-დან 28 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ, როცა პანკისის ხეობის გამო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებით იყო დაძაბული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version