თბილისს გაზის მიწოდება აღუდგა

(თბილისი, 27 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს დილით თბილისის 10-დან 6 რაიონს, გაზის მიწოდება აღუდგა, იტყობინება გაზის გამანაწილებელი კომპანია “თბილგაზი.”

გაზით თბილისის მომარაგება 17 იანვარს შეწყდა, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე სარეზერვო გაზსადენი აფეთქდა. მანმადე კი დაზიანდა მთავარი მილსადენი. ექსპერტების განცხადებით ორივე დაზიანება ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგი იყო.

“თბილგაზში” “სივილ ჯორჯიას” განუცხადეს, რომ თბილისის დანარჩენ 4 რაიონს გაზსადენების ტექნიკური შემოწმების შემდეგ აღუდგება გაზის მიწოდება. “თბილგაზში” ვარაუდობენ რომ ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version