მკალავიშვილის მომხრეებმა ბაპტისტების ეკლესია დაარბიეს

(თბილისი, 25 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – გლდანის მართლმადიდებლური ეპარქიის მეთაურის ბასილ მკალავიშვილის მომხრეებმა 24 იანვარს თბილისში ბაპტისტების ეკლესიაში ეკუმენისტური კრება დაარბიეს.

მკალავიშვილის მომხრეები ცნობილნი არიან არატრადიციული რელიგიური მიმდევრების დევნითა და მათი შეკრებების დარბევით.

ადამიანის უფლებების დამცველმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე ამერიკულმა ადმინისტრაციამ არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მკალავიშვილის მომხრეთა ძალადობრივი ქმედებები აღკვეთოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version