აფხაზეთის თაობაზე შევარდნაძე პუტინს დაელაპარაკება

(თბილისი, 20 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ იანვრის ბოლოსთვის უკრაინაში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე თავის რუს კოლესგასთან ვლადიმირ პუტინთან იგი რუსეთის მიერ აფხაზეთთან განახლებული სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შეჩერების საკითხებს დააყენებს.

შევარდნაძის თქმით, შეხვედრაზე იგი ხაზს გაუსვამს დსთ-ის ფარგლებში აფხაზეთის ბლოკადის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შერულების აუცილებლობას, რაც დაირღვა რუსეთსა და აფხაზეთს შორის რკინიგზის განახლებით.

შევარდნაძის თქმით, დსთ ეფექტური ორგანიზაცია უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობის აუცილებლობა ეჭვქვეშ დგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version