არასამთავრობოები და ჯორბენაძე საარჩევნო სისტემის რეფომას განიხილავენ

(თბილისი, 11 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია, რომელშიც 7 ადგილობრივი ორგანიზაცია შედის, დღეს სახელმწიფო მინისტრს, ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა ქვეყნის საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელი რეფორმების პირობების განსახილველად.

კოალიცია ცდილობს საარცევნო რეფორმის დაჩქარებას, რათა 2003 წლის საპარალმენტო და 2005 წლის საპრეზიდენტო არცევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა და სახელმწიფო მინიტრმა უნდა შეათანხმონ სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც საარცევნო რეფორმაზე იმუშავებს.

კოალიცია ასევე მხარს ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაშლის იდეას.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამარტლიანი არჩევნების” დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ამ კოალიციაში შედის, განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ მთავრობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, განიხილავს წინადადებებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version