თავდაცვა დაფინანსების გაზრდას საჭიროებს

(თბილისი, 27 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი თავდაცვისთვის 67,3 მილიონ ლარს ითვალისწინებს, რაც 30 მილიონი ლარით მეტია 2002 წლის ბიუჯეტის მონაცემებზე.

პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სადაც 2003 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილი მიესალმა თავდაცვითი ბიუჯეტის ზრდას, მაგრამ განაცხადამ რომ საქართველოს არმიას, სულ მცირე 80 მილიონი ლარი მაინც სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

“ამ თანხიდან 24 მილიონი ლარი დაიხარჯება ნატო-ში ინტეგრირების პროგრამებზე, 18 მილიონი ლარი – “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე. დანარჩენი 25 მილიონი ლარი სრულებითაც არ არის საკმარისი თავდაცვისთვის”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში ვითარება უარესდება და თავდაცვისა და უსაფრთხოების დაფინანსებას განსაკუთრებული მნისვნელობა ენიჭება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version