არასამთავრობო ორგანიზაციები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის წინააღმდეგ

(თბილისი, 17 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მოქალაქეთა ჯგუფის სარჩელს, რომელსაც მხარს უჭერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველის ოფისი და რომელიც მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან 12 საათიანი წინასწარი დაკავების გაუქმებას, რომლის დროსაც დაკავებულს არც ბრალი აქვს წაყენებული და არც ნათესავებთან და ადვოკატთან დაკონტაქტების საშუალება აქვს.

21 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, პოლიციას უნდა დაუბრუნონ პენიტენციალურ სისტემაში ოპერტიული მუშაობის უფლება, ხოლო 12 საათიანი წინასწარი დაკავების ვადა უნდა გაიზარდოს. ამ ინიციატივამ ადამიანის უფლებების დამცველთა მხრიდან პროტესტი გამოიწვია.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, აუცილებელია, რომ მოქალაქეს დაკავებისთანავე გარკვეული იურიდიული სტატუსი მიენიჭოს, რომ მას საკუთარი თავის დაცვის უფლება ჰქონდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version