ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ესტონეთში

(თბილისი, 12 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძენ, რომელიც 11 დეკემბერს სამდღიანი ვიზიტით ესტონეტის დედაქალაქ ტალინში ჩავიდა, განაცხადა, რომ საქართველოს სურს ესტონეთის გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრების დაცვა, კანონშემოქმედება და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო “როსბალტი”.

ტალინში ბურჯანაძე შეხვდა ესტონეტის პრეზიდენტს არნოლდ რიუიტელს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. მოლაპარაკებები და შეხვედრები კიდევ გაგრძელდება და მათზე ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ბურჯანაძემ რიუიტელს მადლობა მოუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და მომავალში ორი ქვეყნის პარლამენტებსა და მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

დღეს ნინო ბურჯანაძე ლექციას წაუკითხავს კონკორდიას უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს კავკასიაში არსებულ მგორმარეობასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version