ოპოზიცია სმკ-ს პარტიაში პედაგოგების იძულებით გაწევრიანებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 6 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა გიორგი ბარამიძემ შეშფოთება გამოთქვა რეგიონებში სმკ-ის ქმედებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სმკ-ის წარმომადგენლები რეგიონებში სკოლების მასწავლებლებს აიძულებენ, რომ პარტიაში გაწევრიანდნენ. ბარამიძის განცხადებით, ეს მოქმედებები არადემოკრატიულია, რომლებიც 2003 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საფრთხეს უქმნის.

ბარამიძის ამ განცხადებამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი შეხლა-შემოხლა გამიწვია, რის გამოც სხდომა შეწყდა და შესვენება გამოცხადდა. მოქალაქეთა კავშირის წევრები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version