შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს დაკავებულ ჩეჩნებს გადასცემს

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო შეასრულებს რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებას და გადასცემს საქართველოში დაკავებულ ჩეჩნებს.

მან აღნიშნა, რომ ეს ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით განხორციელდება.

გასულ კვირას საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა რომ საქართველო მზად არის გადასცეს რუსეთს სამი ჩეჩენი.

ქართველმა მესაზღვრეებმა 13 შეიარაღებული პირი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს აგვისტოში დააკავეს. თბილისმა მათგან ხუთი უკვე გადასცა მოსკოვს. ორი დაკავებულის გადაცემაზე საქართველო უარს აცხადებს რადგან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version