ოპერაცია პანკისში დასასრულს უახლოვდება

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “პანკისში სიტუაცია სტაბილურია და იქ უკვე აღარ არიან შეიარაღებული დაჯგუფებები,” განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ანრჩემაშვილმა. ამჟამად იგი ხეობაში იმყოფება.

მინისტრის თქმით ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელიც პანკისში 25 აგვისტოს დაიწყო, ორ კვირაში დასრულდება. თუმცა როგორც მინისტრი აცხადებს შინაგანი ჯარები ხეობის პატრულირებას გააგრძელებენ.

ბრიტანელი მოქალაქის პიტერ შოუს განთავისუფლების შემდეგ ხეობაში გამტაცებლების ხელში კვლავ რჩება ბერი ბასილ მაჩიტაძე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version