შს მინისტრი ბიულეტენების გამტაცებელთა ვინაობას არ ასახელებს

(თბილისი, 7 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს კატეგორიულად მოსთხოვა 2 ივნისს რუსთავში ბიულეტენების გამტაცებელთა და ინციდენტის ორგანიზატორთა ვინაობა დაესახელებინა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ანცხადებს, ის მომხდართან დაკავშირებით დეტალურ იფორმაციას ფლობს, თუმცა გამოძიების მიმდიანარეობის გამო ეჭვმიტანილთა ვინაობას ვერ დაასახელებს.

კობა ნარჩემაშვილის თქმით, საარჩევნო ბიულეტენებით დატვირთულ ორ ავტომანქანას თავს დაახლოებით 20-25 პირი დაესხა და ბიულეტენები გაიტაცა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version