ჟვანიას მომხრეები თბილისის საოლქო კომისიებში აღარ დატოვეს

(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 16 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა. ამ კომისიებში ზურაბ ჟვანიას გუნდის არც ერთი წარმომადგენელი არ შედის.

თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებში ძირითადად ფრაქცია “აღორძინების” და “ახალი მემარჯვენეების” მომხრეები შედიან.

7 მაისს ცსკ-ს უკვე ერტხელ დაამთკიცა თბილისის საოლქო კომისიების შემადგენლობა, მაგრამ “აღორძინებამ” და “ახალმა მემარჯვენეებმა” შეშოთება გამოთქვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომისიები, ძირითადად, ჟვანიას გუნდის მომხრეებისგან იყო დაკომპლექტებული. საბოლოოდ, ცსკ-მ თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა და ახალი გადაცყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version