2002 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გადაიდო

(თბილისი. 28 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 27 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი იანვარში განიხილონ.

ბიუჯეტის პროექტმა დეპუტატების აბსოლიტური უმრავლესობის კრიტიკა დაიმსახურა. პარლამენტარებმა გაიზიარეს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის წინადადება შეიქმნას კომისია, რომელშიც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შევლენ.

კომისია ბიუჯეტის პროექტზის დახვეწაზე იმუშავებს.  

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version