არქივი

ძებნის შედეგები

Found 289 Results
Page 3 of 3

ევროპა კორონავირუსის ღრუბელქვეშ


შაბათი მშვიდობისა, კიდევ ერთი მზიანი დღე თენდება ვირუსით მოტანილი ზომების ღრუბელქვეშ. დღეს გადავწყვიტეთ, ევროპის ქვეყნებს ჩამოვურბინოთ და ვნახოთ ვის რა ულხინს და რა ადარდებს: ჩრდილოეთ ევროპა მიმოხილვა ჩრდილოეთიდან დავიწყოთ: ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ გუშინ 980 კაცი ემსხვერპლა ვირუსს. ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის თქმით, მეცნიერები იწყებენ კარანტინიდან გამოსვლის გეგმებზე ფიქრს, რომლებსაც “ასაკი და გეოგრაფია განაპირობებს”, კერძოდ …

ტეგები:

11/04/2020 - 14:05


კარანტინი სულიერ სიმშვიდეს არღვევს


კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში გამოკეტვას 33 წლის კლაუდია (სახელი შეცვლილია) მომზადებული ხვდება. ლონდონის ბინადარს ფსიქოლოგიური პრობლემების გამოცდილება აქვს – ის ადრე ალკოჰოლიზმისაგან იტანჯებოდა და რამდენჯენმე აღმოჩნდა გამოკეტილი რეაბილიტაციის კურსების გავლისას. მაშინ ის დღის მკაცრი განრიგის მიხედვით ცხოვრობდა, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა ესაუზმა, ესადილა და ევახშმა. ეს გამოცდილება ახლა გამოადგა, როცა ბრიტანეთი ბოლოსდაბოლოს შეუერთდა …

ტეგები: ,

04/04/2020 - 12:47


როგორ გვეხმარება მობილურის მონაცემები პანდემიის ახსნაში?


კოვიდ-19-ის პანდემია მასზე გლობალური რეაგირების მასშტაბით გამოირჩევა. მის გამო მილიარდობით ადამიანი ახლა სახლშია გამოკეტილი, ანდა ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ნაკლებს მოძრაობს. ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ვირუსთან საბრძოლველად რადიკალური ზომების მიღებისთანავე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ავტორიტარული მთავრობები მობილური ტელეფონებიდან შეგროვებულ მონაცემებს ადამიანების სათვალთვალოდ ანდა მათ მიერ კარანტინის დაცვის გასაკონტროლებლად იყენებდნენ. ევროპაში პიროვნული თავისუფლებების ასეთ დარღვევას …

ტეგები: , ,

29/03/2020 - 12:09


ევროკავშირი: რისი გაკეთების უფლება აქვს მას პანდემიის დროს?


პანდემიის მიმდინეობისას ევროკავშირს ბევრი ქვა ესროლეს – ზოგი დამსახურებულად და ზოგიც ბოროტი განზრახვით. ღიმილისმომგვრელია, რომ ევროკავშირს კრიზისებისას სახელმწიფოსავით მოქმედებას ხშირად სწორედ ის ხალხი სთხოვს, ვინც ჩვეულებრივ ბრიუსელს აკრიტიკებს – დედაქალაქებს სუვერენიტეტი წაართვიო. შევეცადოთ გავიაზროთ, რისი უფლება აქვს ევროკავშირს პანდემიის ვითარებაში და რისი – არა. მარტივით დავიწყოთ: ევროკავშირის მოქმედების ველი პანდემიის პირობებში შეზღუდულია, რადგან ჯანდაცვა წევრი …

ტეგები: , , , , , ,

28/03/2020 - 14:59


ორბანმა კორონა მოირგო


უნგრეთის მმართველმა პარტია “ფიდეშმა” (Fidesz) პარლამენტს 20 მარტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის ძალითაც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს საგანგებო ვითარების გახანგრძლივება და დეკრეტით მართვა უვადოდ შეეძლება. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შფოთავენ, რომ უნგრეთის თავნება მეთაური კორონავირუსის კრიზისს დიქტატურის დასამყარებლად იყენებს. კანონპროექტის ძალით ორბანის მთავრობას უფლება ექნება “შეაჩეროს გაკრვეული კანონების მოქმედება, გადაუხვიოს იურიდიულ პროცედურებს და გაატაროს სხვა …

ტეგები: , ,

23/03/2020 - 12:15


კორონავირუსის შვიდი გაკვეთილი ევროპისათვის


კოვიდ-19-ით გამოწვეული ვითარება საფუძვლიანად შეცვლის ევროკავშირის დამოკიდებულებას კრიზისებისადმი, წერს ივან კრასტევი საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოსათვის დაწერილ სტატიაში. მართლაც უცნაურ დროში ვცხოვრობთ. არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია; არ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ის; დღეისათვის, მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია ამ კრიზისით მოტანილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგების შესახებ. როგორ ყოველი კრიზისის დროს, გაურკვევლობის ბაცილაც გვიტევს. თუმცა უკვე შეგვიძლია დავასახელოთ …

ტეგები: , ,

22/03/2020 - 06:00


ბრიტანეთის კორონა-სტრატეგია: გამონაკლისის შეუძლებლობა


მაშინ როდესაც მსოფლიო ჩაკეტილობასა და ურთიერთდაშორებაზე გადადიოდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განსხვავებული გზა არჩია. წარსული ოთხი დღის განმავლობაში გამოჩნდა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვირუსთან ბრძოლის ალტერნატიული გზა და ისიც, თუ რატომაა თითქმის შეუძლებელი ამ გზით სიარული. რას აპირებდა ჯონსონი: მეცნიერებითა და მკვლევარებით გარშემორტყმულმა პრემიერმა ჯონსონმა მოსახლეობას მძიმე სიმართლე გაუმხილა: ათობით მილიონობით ბრიტანელი დაავადდება, …

ტეგები: ,

17/03/2020 - 17:10


კრიზისი: თურქეთი, საბერძნეთი, ევროპა


ევროპის მთავარი საზრუნავი ამ კვირის დასაწყისში სირიელ მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისია. გახსოვთ ალბათ, რომ სირიაში მისი სამხედრო ოპერაციისადმი ევროპელების ეჭვიანობით გაღიზიანებულმა თურქეთის ლიდერმა, რეჯებ ერდოღანმა, თქვა ევროკავშირთან 2016 წელს დადებულ შეთანხმებას ვაუქმებ და ჩემს ქვეყანაში თავშეფარებული სირიელი თუ სხვა ლტოლვილებისთვის ევროპისაკენ გზა ხსნილიაო. ამან საბერძნეთის საზღვარზე მწვავე კრიზისი მოიტანა. ათი ათასობით ადამიანი ცდილობს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას, …

ტეგები: , , , ,

03/03/2020 - 15:28


მზის დაბნელება დასავლეთში, ანუ პოლიტიკური ქიმერების რწმენა ევროპაში


იან ტეჰაუ, ბერლინი, 19 თებერვალი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლური ქიმერების ტაძარში – ესაა ადგილი, სადაც ხალხს შეუძლებელი სურს და არარეალურის ეიმედება. იყო დრო, დასავლეთი გლობალური პოლიტიკის საშუალო ფენასავით იქცეოდა: იდეალები დიადი ჰქონდა, ამოცანები კი მოკრძალებული და ყველა თავდადებით მუშაობდა. დღეს იდეალები მივიწყებულია, ამოცანები – გრადიოზული, ხოლო სიზარმაცემ – განსაკუთრებით აზროვნების სიზარმაცემ – გამარჯვება იზეიმა. …

ტეგები: , , ,

23/02/2020 - 14:58


ქურცი 2.0 – ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს


8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრიაში დატრიალებულმა „იბიცას სკანდალმა“ ჯერ მმართველი კოალიციის ვიცე კანცლერი, ჰაინც კრისტიან შტრახე (Heinz-Christian Strache), შემდეგ კი მთელი მთავრობა გადაიყოლა. მანამ, სანამ ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა და მისი საბოლოო შედეგი გახდებოდა ცნობილი, ქვეყანას დროებითი კანცლერი – 70 წლის ყოფილი მოსამართლე, უპარტიო პოლიტიკოსი, ბრიგიტე ბირლაინი (Brigitte Bierlein) და დროებითი მთავრობა მართავდა. აღნიშნული …

ტეგები: , , , , ,

13/01/2020 - 14:16


შპეკის კუთხე: 2020 – ავტოკრატია დემოკრატიის წინააღმდეგ


დოქტორი ულრიხ შპეკი გერმანიის საგარეო პოლიტიკას უკვე ოცი წელია უკირკიტებს, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო თავისუფლებაში პრაღაში, კარნეგის ევროპულ ოფისში ბრუსელში, გერმანიის მარშალის ფონდში ბერლინში, ტრანსატლანტიკურ აკადემიაში ვაშინგტონში. გასულ ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ორი ავტოკრატიული სახელმწიფოს – რუსეთისა და ჩინეთის ჩაბმა იყო ლიბერალურ დემოკრატიებთან შეჯიბრში. რუსეთისა და ჩინეთის ავტოკრატიულმა ელიტებმა 1989 წლის რევოლუციებს გაუძლეს. გადაიტანეს …

ტეგები: , ,

05/01/2020 - 19:03


დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია


დღეს, 12 დეკემბერს ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა – ბოლო ხუთი წლის მანძილზე უკვე მესამედ უწევთ ბრიტანელებს საარჩევნო ურნასთან მისვლა და გადაწყვეტა – ვის მისცენ ხმა. დღევანდელი რიგგარეშე არჩევნები ერთდროულად სულ მცირე სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გადაწყვეტს: ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს ვინ იქნება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში წარმოდგენილიროგორ განვითარდება „ბრექსიტის“ ბედი დღევანდელ ბრიტანულ პოლიტიკურ ყოველდღიურობაში წამყვანი …

ტეგები: ,

12/12/2019 - 12:41


შპეკის კუთხე: შეუძლია კი პარიზის შეხვედრას უკრაინის პრობლემის გადაწყვეტა?


საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 9 დეკემბერს პარიზში შეიკრიბებიან და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრისაკენ შეეცდებიან ნაბიჯების გადადგმას. როგორია ლიდერების პოზიციები და რა შედეგებია მოსალოდნელი? რუსეთ-უკრაინას შორის შეარაღებულმა კონფლიქტმა 2014 წლიდან მოყოლებული 13 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინსკის შეთანხმებამ, რომელიც პუტინს, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ პოროშენკოს, მერკელსა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ოლანდს შორის 2015 წლის …

ტეგები: , , , , , ,

09/12/2019 - 13:15


შპეკის კუთხე: გერმანიის თავდაცვის სტრატეგია იცვლება?


გასულ ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, მანამ, სანამ მაკრონი ევროპელებს სახტად დატოვებდა თავისი სკანდალური ინტერვიუთი, მიუნხენში გერმანიის თავდაცვის სტრატეგიაზე საპროგრამო გამოსვლით წარდგა თავდაცვის მინისტრი ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერი (Annegret Kramp-Karrenbauer), ანუ, როგორც მას შემოკლებით უძახიან “AKK”. გამოსვლის სრული ტექსტი, ინგლისურ ენაზე, აქაა. გამოსვლა ორფადაა საინტერესო. ჯერ ერთი, AKK-ს ნათქვამი გერმანიის პოლიტიკად შეიძლება იქცეს. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) შიგნით პირველკაცობისთვის ხელჩართული …

ტეგები: , ,

14/11/2019 - 17:20


ესპანური ბოლთისცემა დასრულდა


კვირადღის არჩევნების შემდეგ 48 საათი გავიდა და ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ და მოძრაობამ „უნიდას პოდემოს“ (Unidas Podemos) მმართველი კოალიციის შეკვრის შესახებ განაცხადეს. პარტიის ლიდერები – პედრო სანჩესი და პაბლო იგლესიასი – პრეს-კონფერენციის შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ. ესპანელები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეოთხედ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან შაბათს, 10 ნოემბერს და კინაღამ უკან მისაბრუნებლად გაიხადეს საქმე – არჩევნების შედეგად …

ტეგები: , , ,

12/11/2019 - 15:04


შპეკის კუთხე: მაასის ბაასი


გერმანიის საგარეო მინისტრმა ჰეიკო მაასმა (Heiko Maas) კვირაძალს ჟურნალ Der Spiegel-ის რედაქციას წერილი მისწერა და პრეზიდენტ მაკრონის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც საფრანგეთის ლიდერმა ნატოს “ტვინმკვდარი” უწოდა. თავის წერილში მაასი მიესალმა სჯა-ბაასის დაწყებას “საკითხზე, თუ რა საერთაშორისო ჩარჩოს შენებას ვაპირებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, და გერმანიის მომავლის შესახებაც.” მაკრონის საპასუხოდ, გერმანიის მინისტრმა შემდეგი არგუმენტები მოიყვანა: 1) …

ტეგები: ,

11/11/2019 - 13:17


პრეზიდენტ მაკრონის ინტერვიუ გაზეთ The Economist-თან (ნაწილი I)


ეკონომისტი: ჩვენ გაგვაოცა ფრანგი ელჩების წინაშე თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვის შავბნელმა ტონმა. თითქმის ყოფნა-არყოფნის კუთხით განიხილეთ ევროპის მომავალი, ევროპის გაქრობის საშიშროებაც ახსენეთ. ხომ არ აჭარბებთ? რატომ ხედავთ ევროპის მომავალს ესოდენ მუქ ფერებში? ემანუელ მაკრონი: არა მგონია, რომ ვითარების დრამატიზებას ვახდენ – ვცდილობ ფხიზელი თვალით ვუცქირო მოვლენებს. შეხედეთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში – ხუთიოდე წლის წინათ …

ტეგები: , ,

10/11/2019 - 01:33


ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროპულ ამბიციებს ცხვირი აუბზუა


15 ოქტომბერს „ევროპული რენესანსისა“ და ლიბერალიზმის მებაირახტრე ემანუელ მაკრონმა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრების მოლაპარაკებები დაბლოკა. არადა, ევროკავშირი სკოპიეს ჰპირდებოდა, რომ საბერძნეთთან სახელის გამო არსებული ოცწლიანი დავის მოგვარების შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონიას გზას გაუხსნიდა გაწევრების მოლაპარაკებებისაკენ. ევროპული ერთიანობისა და სოლიდარობის ქადაგად დავარდნილ მაკრონს ევროკავშირის გაფართოების ამბავში დე-გოლისეული პოლიტიკის სული შეუჩნდა. საფრანგეთი განსაკუთრებით ალბანეთთან მოლაპარაკებების დაწყებას …

ტეგები: , , , , , , ,

22/10/2019 - 19:15


თურქეთის სამხედრო მოქმედებები ქურთების წინააღმდეგ


9 ოქტომბერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის (Recep Tayyip Erdoğan) განკარგულებით, თურქეთის არმიამ ქურთებით დასახლებულ ჩრდილოეთ სირიაზე სამხედრო იერიში – სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ (Barış Pınarı) – დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა (Donald Trump) ჩრდილოეთ სირიაში განთავსებული 1000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი უკან გაიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა შტატების გადაწყვეტილებით ისარგებლა და თავისი მიზნის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა. ერდოღანმა …

ტეგები: , , , , , ,

21/10/2019 - 11:56


უნგრელი ექსპერტები უნგრეთის ოპოზიციის წარმატების შესახებ


ლიბერალური-დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მედროშე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწარედ დამარცხდა ბუდაპეშტში, სადაც მმართველი პარტია ფიდესის კანდიდატს, ამჟამინდელ მერთა-მერ იშტვან ტარლოშს (István Tarlós) გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ (Gergely Karácsony) მოუგო. 13 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კარაჩონის ბუდაპეშტელი ამომრჩევლის 50,86% მიემხრო, იშტვან ტარლოში კი ხმათა 44,10%-ს დასჯერდა. ტარლოშმა, რომელიც 2010 წლის შემდეგ ბუდაპეშტის მერი გახლდათ. ამასთან, ოპოზიციამ …

ტეგები: , , ,

16/10/2019 - 18:12


პოლონეთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მისი ძალაუფლება შესუსტდა


ნაციონალისტურმა „კანონისა და სამართლიანობის პარტიამ“ (PiS) კვირას, 13 ოქტომბერს პოლონეთში გამართულ არჩევნებში ხმათა 43,76%-ით გაიმარჯვა. ამ დროისათვის ხმათა 99.4%-ია დათვლილი. თუმცა, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ კონტროლი დაკარგა სენატზე, პარლამენტის ზედა პალატაზე. ამ დროის მონაცემებით, მმართველ პარტიას სენატში 49 წარმომადგენელი ეყოლება, ოპოზიციას კი – 51. რაიონების უმეტესობაში ოპოზიციურ პარტიებს სენატორობის საერთო კანდიდატები ჰყავდათ წარდგენილი. სენატი სეიმზე, …

ტეგები: , , , , , , ,

14/10/2019 - 17:48


ორბანმა ბუდაპეშტსა და რამდენიმე დიდ ქალაქში არჩევნები წააგო


ლიბერალური-დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მედროშე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწარედ დამარცხდა ბუდაპეშტში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ამჟამინდელ მერთა-მერ იშტვან ტარლოშს (István Tarlós) გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ (Gergely Karácsony) მოუგო. 13 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კარაჩონის ბუდაპეშტელი ამომრჩევლის 50,86% მიემხრო, იშტვან ტარლოში კი ხმათა 44,10%-ს დასჯერდა. ტარლოშმა, რომელიც 2010 წლის შემდეგ ბუდაპეშტის მერი გახლდათ, დამარცხება აღიარა და …

ტეგები: , , , , ,


რა უბიძგებს ევროპას რუსეთისკენ?


ჟურნალ “ეკონომისტში” გამოქვეყნებულ სტატიაში ჯერემი კლიფი (Jeremy Cliffe) წერს, რომ ატლანტიკური ოკეანის ნაპირებს შორის უთანხმოება, ჩინეთის აღზევება და ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ევროპასა და რუსეთს დაახლოებისაკენ უბიძგებს. ჩემი აზრით, ამგვარი ანალიზი ჭკუასთან ახლოა. თუმცა, შესაძლოა, ევროპას რუსეთთან დაახლოებისაკენ უფრო მარტივი ინსტინქტები უბიძგებს, ვიდრე გეოპოლიტიკური თამაშებია. რუსეთი, ატომური იარაღის მქონე სახელმწიფო, მსოფლიო წესრიგის გადასინჯვას ლამობს და ამისათვის …

ტეგები: , , ,

11/10/2019 - 14:46


ავსტრიის არჩევნებში ექს-კანცლერ ქურცის პარტიამ გაიმარჯვა


ინგლისურად სტატიის ორიგინალის ავტორია ზია ვაიზემ (Zia Weise). ქართულად თარგმნა „სამოქალაქო საქართველომ“ (Civil.ge). კვირას, 29 სექტემბერს, გამართულ ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში ყოფილი კანცლერის სებასტიან ქურცის პარტიამ გაიმარჯვა. სებასტიან ქურცს ხელახალი კანცლერობისაკენ გაეხსნა გზა. ქურცის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ავსტრიის სახალხო პარტიამ (ÖVP) 37.2%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა, როგორც ამას ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარი ეგზიტპოლი იუწყება. ქურცის ყოფილი სამთავრობო კოალიციის პარტნიორი, ულტრამემარჯვენე …

ტეგები: , , ,

29/09/2019 - 20:17


ურსულა ფონ დერ ლაიენის „უცნაური“ ევროკომისია


გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობისათვის გახაზირებულმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორიოდე კვირის წინ ევროკომისიის შემადგენლობა დაასახელა. ევროკომისიის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა გენდერულად ფრიად დაბალანსებული, თუმცა პოლიტიკურად წინააღმდეგობრივი კაბინეტი წარუდგინა საზოგადოებას. ევროკომისია ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია, რომელიც აღმასრულებელი ორგანოა, თუმცა ამავე დროს წინადადებებისა და საკანონმდებლო პაკეტების შემუშავების უფლებაც აქვს. იგი კოორდინაციას უწევს ევროკავშირის პოლიტიკას. …

ტეგები: , , , , ,

26/09/2019 - 17:30


რუსეთის დიპლომატიის ტვიტერის ანგარიშები მეორე მსოფლიო ომის ისტორიას აყალბებენ


მეორე მსოფლიო ომის წინ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დადებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების 80 წლისთავის აღნიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის დიპლომატიურმა ანგარიშებმა ტვიტერზე წამოიწყეს კამპანია #TruthAboutWWII (სიმართლე მეორე მსოფლიო ომზე), რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ ისტორიის დამახინჯებას ისახავს მიზნად. კრემლი დიდი ხანია ავრცელებს მითს, რომ საბჭოთა კავშირი და მისი რეჟიმი თითქოს მარტო …

ტეგები: , , , , , ,

20/09/2019 - 12:09


ვინ მოკლა საქართველოს მოქალაქე ბერლინის ცენტრში?


ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობაზე ინფორმაცია პრესაში 23 აგვისტოს გავრცელდა. თავდამსხმელმა მას თავისა და ზურგის არეში დღისით, 11:50 საათზე, მოკლე მანძილიდან იმ დროს ესროლა, როცა 40 წლის ხანგოშვილი მეჩეთში მიდიოდა. მსხვერპლი ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელმა კი იარაღი იქვე, რამდენიმე მეტრში მდებარე არხში გადააგდო და ადგილიდან ველოსიპედით მიმალვა სცადა. მალევე გერმანულმა „Tagesspiegel“-მა დაწერა, რომ მომხდარი შესაძლოა …

ტეგები: , , , , , , ,

10/09/2019 - 20:21


ბოსნიის დედაქალაქმა ლგბტ პრაიდს პირველად უმასპინძლა


კვირას, 8 სექტემბერს, სარაევოში პირველი პრაიდი გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე გაიმართა. მარშის მოწინააღმდეგეებმა „ტრადიციული ოჯახის ღირებულებების“ მხარდასაჭერად პარალელური აქციები გამართეს. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში კვირას, შუადღეს დაწყებულმა პირველმა პრაიდის მარშმა მშვიდობიანად ჩაიარა. მარშის მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა საპატივცემულო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალის წინ შეიკრიბნენ და ტიტოს ქუჩის (სარაევოს მთავარი ქუჩა) გავლით, სახელმწიფო პარლამენტის შენობამდე მივიდნენ. ორსაათიანი მსვლელობა უსაფრთხოების …

ტეგები: , , , ,

08/09/2019 - 21:15


ბორისის შეთქმულება ვესტმინსტერის წინააღმდეგ


მოდი, ვითამაშოთ. მე ერთ-ერთ სახელმწიფოს დაგიხასიათებთ, თქვენ კი სცადეთ გამოიცნოთ, რომელ მათგანზეა საუბარი. ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხალხს არ აურჩევია და მოსახლეობის დაახლოებით 1%-ის ნებას გამოხატავს, მიმართავს მონარქს, რომელიც ასევე არ აურჩევია ხალხს, რათა ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს შეუწყვიტოს უფლებამოსილება და ქვეყნის ისტორიისთვის ერთ-ერთი უდიდესი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს. ბონუსის სახით იმასაც გეტყვით, რომ თავად პრემიერის …

ტეგები: , ,

31/08/2019 - 19:59


რით დაგვამახსოვრა თავი დიდი შვიდეულის სამიტმა ბიარიცში?


მსოფლიოს დიდი შვიდეულის – აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იტალიის, იაპონიისა და საფრანგეთის, ასევე ევროკავშირის – ლიდერები ერთმანეთს ამჯერად 24-26 აგვისტოს, საფრანგეთში, ბასკეთის ზღვა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოვან ქალაქ ბიარიცში შეხვდნენ. შვიდეულის ყოველწლიური, რიგით 45-ე შეხვედრა ორშაბათს დასრულდა. დასრულდა ალმოდებული ამაზონისა და აფრიკის ტყეების, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის, დაუსრულებელი ბრექსიტის, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებებისა თუ ჰონგ-კონგში მიმდინარე …

ტეგები: , , , , , , , , ,

27/08/2019 - 21:32


მაკრონისა და პუტინის ხმელთაშუაზღვისპირა პაემანი


ბიარიცში დიდი შვიდეულის (G7) შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე,  ევროპული ლიბერალიზმის მებაირახტრემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა რუსეთის მარადმწვანე პრეზიდენტ პუტინს ბრეგანსონის სიმაგრეში უმასპინძლა. „საერთაშორისო წესრიგს ისტორიული მომენტი უდგას“ და ჩვენმა ქვეყნებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა, რომელთა ურთიერთობა ამ წესრიგისათვის უმნიშვნელოვანესია, თანხვედრის წერტილები უნდა გამოძებნონო, თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა. ბრეგანსონის სიმაგრე (Fort de Brégançon), სადაც მაკრონმა პუტინს უმასპინძლა. ფოტო: lepoint.fr შეხვედრა უკრაინის …

ტეგები: , , , , , , ,

20/08/2019 - 20:55


პოლიტიკის რომაელი ღმერთები მორიგი დრამის მოლოდინში


ჯუზეპე კონტეს (Giuseppe Conte) ნაცოდვილარი პოპულისტური კოალიცია, რომელიც იტალიას 14 თვეა მართავს, ჩამოშლის პირასაა. მორიგი სამთავრობო კრიზისი აპენინებზე მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ულტრამემარჯვენე ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ (Matteo Salvini) გადაწყვიტა, კოალიციისათვის წყალი შეეყენებინა. კოალიციაში შემავალ პარტნიორებს – სალვინის ულტრამემარჯვენე პარტია ლიგასა და მეორე ვიცე-პრემიერ ლუიჯი დი მაიოს (Luigi Di Maio) 5 ვარსკვლავის მოძრაობას …

ტეგები: , , , , , , ,

15/08/2019 - 11:24


მოსაზრება: პუტინის საფრანგეთში მოპატიჟება მის აგრესიულ ქმედებებს წაახალისებს


ავტორები: გალია აკერმანი (Galia Ackerman) მწერალი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, თარგმნის რუსულიდან. მის კალამს ეკუთვნის „უკვდავი პოლკი: პუტინის წმინდა ომი“. ფრანზუაზ თომი (Françoise Thom ) პარიზი-სორბონის უნივერსიტეტის თანამედროვე ისტორიის ლექტორია, მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი რუსეთის შესახებ „პუტინიზმის გასაგებად“ (2018), და ჟან-სილვესტრ მოგრენიესთან თანაავტორობით „რუსეთის გეოპოლიტიკა“ (2018). საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა (Emmanuel Macron) რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი …

ტეგები: , , , ,

02/08/2019 - 00:56


თურქეთს სტამბოლიდან „დემოკრატიის სიო“ უბერავს


თურქეთის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP) წევრი 49 წლის ეკრემ იმამოღლუ (Ekrem İmamoğlu), ევროპის ყველაზე დიდი ქალაქის – სტამბოლის ახლადარჩეული მერია. მასზე უკვე საუბრობენ, როგორც თანამედროვე თურქეთის გმირზე, რადგან შეძლო და სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გავლენა დაამარცხა.  ევროპისა და აზიის საზღვარზე გადაჭიმულ ქალაქს ბოლო 25 წლის განმავლობაში სწორედ ერდოღანის ისლამურ-კონსერვატიული პარტია („სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ – …

ტეგები: , , , , , ,

29/07/2019 - 14:02


პუტინიზმის კვლავწარმოების პრობლემები


„როცა თამაშის რეალური წესები ოფიციალურად გაცხადებულისაგან ძალიან განსხვავდება, გავლენიანი მოთამაშეები მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ“- ო, წერს დმიტრი ტრავინი, სანკტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტის მოდერნიზაციის კვლევითი ცენტრის დირექტორი. დღევანდელ რუსეთში არც ისე ცოტაა აქტიური მოქალაქე, რომელიც უზომო ოპტიმიზმიდან უზომო პესიმიზმისკენ ქანქარასავით ირხევიან. ეს ადამიანები ზედმეტად ენერგიულად იწყებენ: მათ დაუყოვნებლივ სურთ პოზიტიური შედეგების მიღება. ისინი ამბობენ, რომ რუსეთს მოცდის დრო …

ტეგები: , , ,

27/07/2019 - 01:39


„ხალხის მსახურის“ ტრიუმფი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში


რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მოლოდინები გამართლდა – პირველ ადგილზე უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ გავიდა. თუმცა, მისი ასეთი დიდი უპირატესობით გამარჯვება მაინც მოულოდნელობად იქცა. 41 წლის ზელენსკის პარტიამ არამარტო პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების უმრავლესობა გაიყვანა, არამედ მაჟორიტარულ ოლქებშიც ბევრი მანდატის მოპოვება შეძლო. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ …

Zelensky votes

ტეგები: , , ,

24/07/2019 - 18:29


ბორის ჯონსონის არჩევა ცხადყოფს, ტორებს ზღაპრები ურჩევნიათ ფაქტებს


ენ ეპლბაუმი (Anne Applebaum) გასულ კვირას, შიდაპარტიული საარჩევნო კამპანიის დასასრულისას, სიტყვით გამოვიდა ბორის ჯონსონი (Boris Johnson), რომელმაც ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერობისათვის 40 წლიანი ბრძოლა დააგვირგვინა. არახალია, რომ ბორის ჯონსონი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე ლაპარაკობს. ამჯერად, მან ხელს ცელოფანში დაფასოებული შებოლილი თევზიც გამოაყოლა. თევზშემართული ჯონსონის დანახვამ პარტიის დამსწრე აქტივისტები გააცინა. ეს თევზიო, უთხრა ჯონსონმა მსმენელებს, მენის …

ტეგები: ,

23/07/2019 - 17:50


ევროპის ეკონომიკური სივრცე: საქართველოს ახალი მიზანი?


სანამ ევროკავშირი „გაფართოებისაგან გადაღლილობის“ სინდრომით იტანჯება, საქართველოსთვის ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრობა შეიძლება მასში შესვლისაკენ გადადგმულ შუალედურ ნაბიჯად იქცეს, წერს ფრეიზერ კამერონი (Fraser Cameron), ევროკავშირ-აზიის ცენტრის დირექტორი, რომელიც სულ ახლახანს ბათუმის მე-16-ე საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. გასულ კვირას, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას დონალდ ტუსკმა (Donald Tusk) ნათლად განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის საქართველო საუკეთესო შეგირდია. …

Batumi conference

ტეგები: , , , ,

22/07/2019 - 23:12


ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ქალი: ვინაა ურსულა ფონ დერ ლაიენი?


პირველად ისტორიაში, ევროკომისიას ქალი პრეზიდენტი – 60 წლის გერმანელი ქრისტიან -დემოკრატი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს, რომელმაც ევროპარლამენტში პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობის (383) დაგროვება შეძლო. ლაიენი ამ პოსტზე ოფიციალურად 1 ნოემბერს ლუქსემბურგელ ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს. ბრიუსელში დაბადებული ლაიენი – სამ ენაზე აღზრდილი, 7 შვილის დედა, სამი პროფესიის მქონე (ლაიენი მედიცინის დოქტორიცაა) – ევროკომისიას …

ტეგები:

17/07/2019 - 14:14


როგორ დავძლიოთ საინფორმაციო ველის პოლარიზაცია?


მთელს მსოფლიოში – ამერიკასა თუ ბრიტანეთში, ევროპასა თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში – პოლიტიკოსები და მედია ჩართული არიან შუღლის, დაპირისპირებისა და დეზინფორმაციის ფერხულში. ამით ახალი ჯურის პოლიტიკოსები სარგებლობენ, რომელთაც ხშირად “პოპულისტებს” ვუწოდებთ. ამ ადამიანებს პოლიტიკური მრწამსი კი არ აერთიანებს, არამედ უნარი, მიიჯაჭვონ საზოგადოების ყურადღება. ისინი სპეციალურად აკეთებენ გამაღიზიანებელ და აღმაშფოთებელ განცხადებებს ყურადღების მისაპყრობად, რითაც …

ტეგები: , ,

14/07/2019 - 12:21


#გადადექი და #არგადადგე: ლონდონური ელფერით


მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნა ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ საქართველოსთვის არ ყოფილა აქტუალური თემა. ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, თანამდებობა დატოვა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა აშშ-ში, სერ კიმ დაროკმა (Sir Kim Darroch). ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ მიზეზებს, თუ რატომ ითხოვდნენ მის გადადგომას და რა გაითვალისწინა ელჩმა გადაწყვეტილების მიღებისას. დიპლომატთა ელ-ფოსტებსაც კი ყურები აქვთ ბრიტანულმა ტაბლოიდმა „დეილი მეილმა“ …

ტეგები: , , , , , , ,

12/07/2019 - 23:48


დაუნინგ სტრიტს ბრიტანელი ტრამპი უახლოვდება


საბა ბრაჭველი, ლონდონიდან თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც აცრემლებულმა ტერეზა მეიმ (Theresa May) გადადგომის შესახებ განაცხადა. მეი პრემიერის ფუნქციის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ კონსერვატორთა პარტია მის შემცვლელს აირჩევს. თავდაპირველი 10 კანდიდატიდან პრემიერობისათვის ბრძოლას ორი პრეტენდენტი – ბორის ჯონსონი (Boris Johnson) და ჯერემი ჰანტი (Jeremy Hunt) შემორჩა. ვინ ირჩევს ბრიტანეთის პრემიერს? საპარლამენტო მმართველობის ქვეყანათა უმრავლესობის, მათ …

ტეგები: , , , , ,

09/07/2019 - 15:03


ციხე სიცოცხლის გადარჩენისთვის?


    გმირი თუ დამნაშავე? როგორ უნდა შევრაცხოთ ხმელთაშუა ზღვაში მცურავი, ორგანიზაცია „Sea Watch“-ის კუთვნილი გემის 31 წლის გერმანელი კაპიტანი, კაროლა რაკეტე, რომელმაც 40 მიგრანტი დახრჩობას გადაარჩინა და მათი იტალიის კუნძულ ლამპედუზამდე უსაფრთხოდ მიყვანა გადაწყვიტა? მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია და ფინეთი, მზად იყვნენ იტალიის პორტში შემოსულ გემზე მყოფი მიგრანტები თავისთან გადაენაწილებინათ და …

ტეგები: , , , , , , , , , , ,

07/07/2019 - 16:30


ვინ არის დავიდ სასოლი – ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი?


ოთხშაბათს, 3 ივლისს, ევროპარლამენტმა ახალ თავმჯდომარედ დავიდ სასოლი (David Sassoli), იტალიელი სოციალისტი პოლიტიკოსი აირჩია. სასოლი ჩაანაცვლებს ანტონიო ტაიანის (Antonio Tajani), ასევე იტალიელს, რომელიც ევროპარლამენტს 2017 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. ოთხშაბათი დილის კენჭისყრაზე სასოლიმ მხოლოდ 325 ხმა მიიღო და სულ რაღაც 7 კოლეგის მხარდაჭერა დააკლდა პარლამენტის პრეზიდენტობამდე, თუმცა იმავე დღეს, მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე მან 345 ხმა …

ტეგები: , , , , , , , , , , ,

05/07/2019 - 18:48


ვინ ჩაუდგება სათავეში ევროპას?


ევროპული ტახტების თამაშები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 26 მაისის ევროპულ არჩევნებს მოყოლილი თვეზე მეტხნიანი ბრძოლა ევროკავშირის წამყვანი თანამდებობებისა და გავლენებისათვის დასასრულს ელოდება. ბრიუსელის უკანასკნელ პოლიტიკურ თეთრ ღამეებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სამდღიანმა, ლამის განუწყვეტელმა, გაცხარებულმა მოლაპარაკებებმა, როგორც იქნა, ევროპელ ლიდერთა კომპრომისი შვა და ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის ლიდერთა პოსტებზე თავისი რჩეულები წარადგინა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად …

ტეგები: , , , , , , , , , ,

03/07/2019 - 16:15


„დემოკრატიის მილიონი მომენტი“, ანუ ჩეხური პროტესტების სერია


ჩეხეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების სერია მიმდინარეობს. დღეს, 23 ივნისს გადამწყვეტი აქცია იგემება პრაღის ყველაზე დიდ პარკში – ლეტნაზე კვირას. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1989 წლის ნოემბერში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა. აქციებს ორგანიზებას უწევს სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი პლატფორმა „დემოკრატიის მილიონი მომენტი“ (Milion chvilek pro demokracii). კამპანიის თავდაპირველი მიზანი იყო ამჟამინდელი …

ტეგები: , , ,

22/06/2019 - 07:37


ავსტრია: ჰოლოკოსტის ექო


სალომე სალაძე ვენიდან მოგვითხრობს ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ გამოფენაზე და იმ რთულ გზაზე რაც ავსტრიამ ჰოლოკოსტში თავისი მონაწილეობის აღიარებისაკენ გაიარა. 27 მაისს, ვენაში, ჰაბსბურგების ყოფილი და ავსტრიის პრეზიდენტის ახლანდელი რეზიდენციის წინ მიმდინარე გამოფენის ექსპონანტები უკვე მესამედ დააზიანეს – დაჭრეს ფოტოები და დაამტვრიეს ჩარჩოები. მომხდარი წვრილმან ხულიგნობად შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა გამოფენის შინაარსი და მიზანი. „დავიწყების წინააღმდეგ“ ასე …

ტეგები: , ,

03/06/2019 - 13:34


ოჯახური ვახშამი, ევროპულად


წინა წერილში ევროპარლამენტში მიმდინარე გარიგებების შესახებ გესაუბრეთ და ამ ამბის შუა გზაში მიტოვება არ იქნება. სამშაბათს, სანამ ახლადარჩეული პარლამენტარები პირველობისთვის ბრძოლაში გადაეშვნენ, ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერები ვახშამზე შეიკრიბნენ, საქმეების მშვიდად და დარბაისლურად გასარჩევად. ევროპული კულტურის ქვეყანა იმადაც ვართ, რომ პირის გემო და სუფრის პატივისცემა არ გვესწავლება, ჰოდა, ვიდრე პოლიტიკურ მენიუზე გადავიდოდეთ ნურც ნუგბარსა და სანოვაგეს დავივიწყებთ: …

31/05/2019 - 13:18


ევროპული ტახტების თამაშები


საარჩევნო ურნებს ჯერ კიდევ ბიულეტენების ტიპოგრაფიული საღებავის მიმზიდველი სუნი არ გასვლოდა, რომ ბრიუსელში ევროკომისრის პორტფელებისათვის ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა. ბრძოლა ორ ფრონტზე მიდის: ერთის მხრივ, ევროპული პარტიები ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნისა და ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტისთვის ეცილებიან. მეორეს მხრივ კი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და პარლამენტი ებრძვიან ერთმანეთს ევროკომისიაზე გავლენის მოსაპოვებლად. ვინ შეკაზმავს ცხენს ევროპაში ამ ორშაბათს მშვიდობიანი …

ტეგები:

29/05/2019 - 12:00


ავსტრიის კანცლერი სებასტიან ქურცი გადააყენეს


ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა (SPÖ) და ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიის (FPÖ) ერთობლივი ძალისხმევით წამოწყებული უნდობლობის ვოტუმით, პარლამენტმა კანცლერი სებასტიან ქურცი (Sebastian Kurz) და მისი მთელი კაბინეტი გადააყენა. 32 წლის კანცლერმა ნდობა ძალაუფლებისადმი ზედმეტი სიყვარულის გამო დაკარგაო, განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც დღეს, ორშაბათს გაიმართა. ქურცი ძალაუფლებას “ურცხვად, შეუზღუდავად და უპასუხისმგებლოდ” ებღაუჭებაო, განაცხადა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა …

ტეგები: ,

27/05/2019 - 19:49


ევროპარლამენტის არჩევნები იმართება


სალომე სალაძე, ვენიდან 23-26 მაისს ევროპელი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებისკენ მიემართებიან. ევროპის 28 ქვეყანაში მცხოვრები 340 მილიონი ამომრჩეველი მომავალი ხუთი წლის ვადით 751 ევროპარლამენტარს აირჩევს. ნიდერლანდები პირველი ქვეყანაა, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები უკვე ჩატარდა. პირველადი, არაოფიციალური შედეგები აქ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა – ეგზიტპოლის მიხედვით, პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა და უკან ჩამოიტოვა მემარჯვენე ფავორიტები – პრემიერ-მინისტრის ლიბერალური …

25/05/2019 - 09:45


ტერეზა მეის უღიმღამო დასასრული


საბა ბრაჭველი, ლონდონიდან 24 მაისს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ (Theresa May) გადადგომის შესახებ განაცხადა. იგი თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, მანამდე კი მისი პარტია კი შემცვლელის მოძებნას შეეცდება. ამ სტატიაში შევეცდებით, გავაანალიზოთ და შევაფასოთ მის მიერ განვლილი გზა, ნაადრევი გადადგომის მიზეზები და პოლიტიკური მემკვიდრეობა. მეორე ქალი დაუნინგ სტრიტის ათში ტერეზა მეი ბრიტანეთის …

24/05/2019 - 18:01


ავსტრია: მმართველი კოალიცია რუსულ ფულს და სიხარბეს შეეწირა


სალომე სალაძე ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან მოგვითხრობს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც იბიცაზე გადაღებული ვიდეოს გასაჯაროებას მოჰყვა. გერმანული გამოცემების მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო ჩანაწერმა ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის (FPÖ) ლიდერს საბედისწერო დარტყმა მიაყენა და მმართველ კოალიციაში მისი უფროსი პარტნიორი, კანცლერი სებასტიან ქურცი (Sebastian Kurz) აიძულა, ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა – ევროპის ქვეყნის მმართველი კოალიცია რუსული ფულის მავნე …

ტეგები: , , , , , ,

19/05/2019 - 08:56


დამღალა ამ დემოკრატიამ… მეშველება, ექიმო?!


პასუხობს შარლ პეპანი (Charles Pepin), ფილოსოფოსი, პროფესორი, ავტორი წიგნისა “საკუთარი თავის რწმენა – ფილოსოფიური მიდგომა.” მართლაც, პოლიტიკური რეჟიმი, რომელშიც არასოდეს, არც ერთი ბრძოლა არაა საბოლოოდ მოგებული ძალიან დამღლელია… დემოკრატიაში, არ არსებობს “ჭეშმარიტება”, რომელიც დებატებიდან იშვება, ხოლო დისკუსია რომელიმე თემაზე არასოდესაა საბოლოოდ დასრულებული. დემოკრატიული რეჟიმი არ ემყარება ზეცით მოვლენილ ჭეშმარიტებას, ანდა ტრადიციის ძალას. მასში არაფერია ისეთი, …

08/05/2019 - 02:50


ესპანეთი: სოციალისტები იმარჯვებენ, ულტრანაციონალისტები ძლიერდებიან


ამ დღეებში ევროპა გაფაციცებით ადევნებდა თვალს ესპანეთს, სადაც გასულ კვირას, 28 აპრილს, უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. იქაურმა იბერიელებმა ულტრამემარჯვენეების გამარჯვების მომლოდინე ანალიტიკოსები გააწბილეს და გამარჯვება მემარცხენე ძალებს არგუნეს. წინასაარჩევნო კონტექსტი 2018 წლის მაის-ივნისში, ესპანეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის მთავრობას, რომლის მემარჯვენე ორიენტაციის სახალხო პარტია კორუფციულ სკანდალებში გაეხვა. უნდობლობის ვოტუმი ესპანელმა სოციალისტებმა წამოიწყეს და …

ტეგები: , , , , , , , , ,

02/05/2019 - 16:06


საპრეზიდენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში


კვირას, 2019 წლის 21 აპრილს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩრდილოეთ მაკედონიაში. მართალია, ევროპის ეს კუთხე ქართული მედიის ღმერთების ყურადღებით არაა განებივრებული, თუმცა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე, ტერიტორიით დასავლეთ საქართველოსხელა ამ სახელმწიფოს ბოლო ხანებში მსოფლიო მედია გაფაციცებით აკვირდებოდა. მიზეზი ქვეყნისათვის სახელის გადარქმევა იყო, რითაც საბერძნეთთან ხანგრძლივი დავა დასრულდა და ჩრდ. მაკედონიას ნატოსა და ევროკავშირისაკენ გზა გაეხსნა. …

ტეგები: , , , , , , , , ,

22/04/2019 - 19:41


RSF: ბალკანეთის ზოგ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება უარესდება


სტატიის თავდაპირველი ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა BalkanInsight-ზე. 2019 წლის  პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეადგინა, სერბეთსა და ალბანეთში მედიის თავისუფლება განუხრელად მცირდება. თუმცა, რეგიონის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში სასიკეთო ძვრებსაც ვაწყდებით. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წლებში სერბეთში, ალბანეთსა და მოლდოვაში პრესის თავისუფლების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა, თუმცა სიტუაცია გაუმჯობესდა …

ტეგები: , , , , , , , , , , , , ,

19/04/2019 - 13:00


ევროპული არჩევნები – უკან მომავლისაკენ?


ავტორი: ანტონ პელინკა, 2006-2018 წლებში ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და ნაციონალიზმის კვლევების პროფესორი. სტატიის ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია გამოქვეყნდა EUObserver-ზე. მაისში გასამართ ევროპარლამენტის არჩევნებზე ფიქრისას გონებაში ჟაკ დელორის სიტყვებმა გამიელვა. ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ხშირად მაასტრიხტის ხელშეკრულების ხუროთმოძღვრად მოიხსენიებენ, გვაფრთხილებდა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთით, ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისაკენ გაფართოებაზე მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაფიქრდეს, რაც …

ტეგები: , , , ,

11/04/2019 - 22:32


ევროპა 2030: რას მოელიან ბრიუსელში


კლიმატის ცვლილება, დემოგრაფია და ურბანიზაცია: სწორედ ეს სამი გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს ევროპელი პოლიტიკოსების საკანონმდებლო დღის წესრიგს უახლოეს მომავალში. ამაზე საუბრობს მოცულობითი ანგარიში “გლობალური ტენდენციები 2030-მდე: გამოწვევები და არჩევანი ევროპისათვის”, რომელიც ევროპარლამენტს ორი დღის წინ გადაეგზავნა. მისი ავტორები ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო სამსახურის სტრატეგიული მიმართულებების ანალიტიკოსები არიან. “ევროპის ყველა ინსტიტუტი ცდილობს, უკეთ განჭვრიტოს …

ტეგები:

10/04/2019 - 17:06


ნატოს მოვალეობა – 70 წლის ასაკში


ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი დღეს, როდესაც ნატო მისი დაარსებიდან სამოცდამეათე, ხოლო ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში გაფართოებიდან მეოცე წელს აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ წარსულზე ფიქრი როდი გვმართებს. ჩვენი მისიის შესრულება მომავალშიც რომ შევძლოთ, კრემლს აღარ უნდა მივცეთ საშუალება, ფაქტიური ვეტო დაადოს გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შემოერთებას. წელს ნატო ორ თარიღს აღნიშნავს. მისი დაარსებიდან 70 წელი გავიდა, …

ტეგები:

05/04/2019 - 17:13


მინისტრები: აღმოსავლეთ ევროპა მნიშვნელოვანია


ჩვენი კავშირისათვის 2019 განსაკუთრებული წელია აღმოსავლეთ სამეზობლოსთან, კერძოდ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ურთიერთობების კუთხით. წერენ: მარგო უოლსტრომი – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომას პეტრჟიჩეკი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წელს, ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეალური ფუნქციონირების მე-10 წლისთავს აღვნიშნავთ. ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს პარტნიორობა …

ტეგები: ,

13/02/2019 - 16:29


ენით დაკოდილნი


პოპულისტი რისი პოპულისტია, როყიო სიტყვების ეშინოდეს. ახალი ყაიდის ევროპელი ლიდერებიც არ ჩამორჩებიან ტრადიციებს და ზოგჯერ ისეთს წამოროშავენ, ვინძლო ჩვენს შინაურ პოლიტიკოსებსაც მოედოთ ლოყებზე ალმური. ამ დღეებში თავი ორმა პატივცემულმა გვამმა განსაკუთრებით გამოიჩინა. პირველი მათგანი იტალიური “ფორცა იტალიას” (Forza Italia) – სილვიო ბერლუსკონის შობილი მემარჯვენე-ცენტრისტულ-პოპულისტური პარტიის – წარმომადენელი ანტონიო ტაიანი (Antonio Tajani) გახლავთ, რომელიც დღესდღეისობით არც …


დგება კი ავტოკრატების დაისი?


უკანასკნელ ხანებში ავტოკრატ ლიდერებს ცხოვრება გაუჭირდათ. რა ხდება: ფილიპინების ლიდერის, როდრიგო დუტერტეს (Rodrigo Duterte) რეიტინგი უკანასკნელ თვეებში დაბლა მიიწევს, რასაც სარჩულად ინფლაციის ზრდა და ქვეყნის სენატის მოქმედებები უდევს, რომელიც სულ უფრო აქტიურად ეწინააღმდეგება დუტერტეს. ზამთრის განმავლობაში უნგრეთში გამართულმა მასიურმა პროტესტებმა ვიქტონ ორბანის (Viktor Orban) მოწინაღმდეგეები ცოტათი უკეთ შეაკავშირა. ვენესუელაში, ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, …

ტეგები:

10/02/2019 - 23:44


პარიზი-რომი: დაძაბულობის რვა თვე


მას შემდეგ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე იტალიის ხელისუფლება ულტრა-მემარჯვენე ლა ლიგასა (la Ligue) და ანტისისტემური “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” კოალიციამ ჩაიბარა, ურთიერთობები პარიზსა და რომს შორის დღითიდღე უარესდება.

ტეგები: , ,

09/02/2019 - 20:07


უგანებს კი ელიტა პუტინს?


რუსეთის დასავლელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ელიტების ხელით უფრო მოხდება, ვიდრე რუსი ხალხის ძალისხმევით.

ტეგები: , ,

08/02/2019 - 02:29


აახენის ხელშეკრულება: პარიზი და ბერლინი ერთიანი ევროპისათვის


მაკრონი და მერკელი ევროპის მომავალს მსგავსად ხედავენ, მაგრამ ევროპის გაძლიერების მათეულ სურვილს ამბიცია და საშინაო პოლიტიკური კაპიტალი აკლია.

29/01/2019 - 14:34


არალიბერალური დემოკრატიის ბოლო სამი გაელვება უნგრეთში


2018 წლის ცივი ნოემბერ-დეკემბერი პოლიტიკურად ძალზე ცხელი გამოდგა ბუდაპეშტში. უნგრელთა ნაწილი იმ რეფორმებსა და პროცესებს აპროტესტებს, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყანას „არალიბერალური დემოკრატიისაკენ“ მიაქანებს. გასულ წლებში უნგრეთი არაერთხელ მოექცა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. ამჯერადაც,ზამთრისძალს ერთმანეთს სამი საკითხი დაემთხვა, რომლებმაც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რეფორმებით უკმაყოფილო ათასობით უნგრელი ბუდაპეშტის ცივ ზამთარში ქუჩაში გამოიყვანა. უნგრელთა ნაწილის უკმაყოფილებას ამჯერად …

ტეგები: , , , , , ,

31/12/2018 - 12:44


ბრექსიტი: აურზაური ვესტმინსტერში


საბა ბრაჭველი, ლონდონიდან გემახსოვრებათ, რომ ბრექსიტის „ფინალური სეზონი“ 11 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სიტუაცია ისე განვითარდა, რომ პირველი ეპიზოდი შეგვიძლია უკვე გამოსულად ჩავთვალოთ. ტერეზა მეის (Theresa May) კაბინეტმა ჯერ ბრექსიტის შესაძლო შედეგების შესახებ მომზადებული მოხსენება პარლამენტს არ წარუდგინა, შემდეგ კი ევროკავშირთან შეთანხმებულ პროექტზე კენჭისყრა საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან, რამაც მოვლენები ელვის სისწრაფით განავითარა.   ტერეზა …

ტეგები: , , , , ,

15/12/2018 - 16:08


ტერეზა მეის ბრექსიტული ცაიტნოტი


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის (Theresa May) გუშინ პარლამენტში ცუდი დღე ჰქონდა. მან აღიარა, რომ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების მისეული ვარიანტი “სავარაუდოდ დიდი უმრავლესობით იქნებოდა უარყოფილი” წარმომადგენელთა პალატაში და საკითხი დაგეგმილ კენჭისყრაზე აღარ დააყენა. ეს დრამატული უკანდახევაა და როგორც ბრიტანეთის, ისე თავად პრემიერ-მინისტრ მეის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. რა ვითარებაა დღეს? პრემიერ მინისტრმა …

11/12/2018 - 11:47


ყვითელი ჟილეტები და ბარიკადები პარიზში


დღეს პარიზი საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღისათვის ემზადება. ყვითელი ჟილეტების მოძრაობა ახალ და მოულოდნელ ფენომენად იქცა, რომელსაც ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. 1-2 დეკემბრის შაბათ-კვირას პარიზის ცენტრი განსაკუთრებულმა არეულობამ მოიცვა, რამაც ძალადობრივ პროტესტს თვალშეჩვეული ფრანგებიც კი შოკში ჩააგდო. კლებერის გამზირზე ბარიკადებზე რამდენიმე კვირის წინ გამოჩენილი ყვითელჟილეტიანები იდგნენ, რომლებიც გააფთრებულ შეტაკებებში წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს, დაწვეს მანქანები და დააზიანეს …

ტეგები: , ,

08/12/2018 - 13:54


როგორ დავიცვათ ჟურნალისტები “გათელილი უფლებების” ეპოქაში?


პიტერ პომერანცევის ეს სტატია ქოდა სტორიში (Coda Story) 28 ნოემბერს გამოქვეყნდა. როცა საქმეები უიმედოდ იყო, ჩემი მშობლები პეტიციებზე აწერდნენ ხელს . ეს ხელმოწერები მათ შეიძლებოდა უსაფრთხოების და თავისუფლების ფასადაც კი დაჯდომოდათ. ამის მიუხედავად, ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ხელის მოუწერლობით იმ ამორალურ სისტემას დაუჭერდნენ მხარს, რომელიც ადამიანებს საკუთარი აზრების გამოთქმისათვის ციხეში ამწყვდევდა. ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა, …

ტეგები:

06/12/2018 - 13:06


ტიმოთი სნაიდერი: ავტორიტარიზმის ლაჩრული სახე


ტიმოთი სნაიდერი, ნიუ იორკ ტაიმსი, 3 დეკემბერი 2018 ჯერ იყო სახე. ამერიკელი დონალდ ტრამპის, უნგრელი ვიქტორ ორბანის ან რუსი ვლადიმირ პუტინის, ანაც თურქი რეჯებ თაიფ ერდოღანის. სახე კაცისა, რომელსაც დემოკრატიის პიროვნების კულტად გადაგვარება სწყუროდა. სახე წინამძღოლის უძველესი ნიშანია, რომელიც კლანსა თუ თემს შეეფერება. როცა ჩვენ მხოლოდ ერთ სახეს შევცქერით, პოლიტიკა ან გადაწყვეტილებები აღარ გვაინტერესებს; ჩვენ …

ტეგები:

05/12/2018 - 03:04


ბრექსიტი: სიმშვიდე ქარიშხლის წინ


საბა ბრაჭველი, ლონდონიდან ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, 25 ნოემბერს, ევროპული საბჭოს (European Council) საგანგებო შეხვედრაზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის დეტალური შეთანხმების ტექსტი და შესაბამისი პოლიტიკური დეკლარაცია შეათანხმეს. პრემიერ ტერეზა მეის (Theresa May) მთავრობა ახლა ამ შეთანხმებას ბრიტანეთის პარლამენტს წარუდგენს, სადაც საავდრე ღრუბლები გროვდება. თავად პრემიერის კონსერვატიული პარტიის ათობით დეპუტატი იმუქრება, შეთანხმებას მხარს არ დავუჭერთო. თუკი …

ტეგები: ,

01/12/2018 - 23:22


ავსტრია: პროტესტი და კარჩაკეტილობა


სალომე სალაძე ვენიდან მოგვითხრობს ავსტრიის მოქალაქეთა პროტესტის მიზეზებსა და მთავრობის წინააღმდეგობრივ პოლიტიკაზე. 2018 წლის 4 ოქტომბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, ავსტრიის დედაქალაქში, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია იმართება. ხუთშაბათის დემონსტრაციის (Donnerstagsdemo) მთავარი ადრესატი ორი მემარჯვენე პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობაა, მიზანი კი არსებული  რასისტული, ქსენოფობიური და ნეონაცისტური იდეებით გაჟღენთილი პოლიტიკის ცვლილება, რომელსაც ერთი წლის წინ ქვეყნის …

ტეგები: , ,

24/11/2018 - 11:31


სერბეთ-კოსოვოს ტერიტორიების გაცვლის მოლაპარაკებები ექსპერტთა თვალით


Civil.ge-მ კითხვებით მიმართა კოსოვო-სერბეთისა და კავკასიის თემატიკაზე მომუშავე მკვლევრებს. ერთი მხრივ, იმის გასარკვევად, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კავკასიასა და საქართველოზე სერბეთ-კოვოსოში საზღვრების შეცვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს; მეორე მხრივ კი გვაინტერესებს ადგილობრივთა თვალით დანახული პერსპექტივა, რა პოზიცია აქვთ რეგიონში მცხოვრებთ ამ საკითხზე, რას უქადის სერბებს, ალბანელებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ტერიტორიების შესაძლო გაცვლა?  იხილეთ ჩვენი სტატია: ბელგრადი-პრიშტინა, …

20/11/2018 - 15:08


პოლონეთის შფოთიანი პოლიტიკა


ქრისტინა პიტალსკაია პოლონეთის მშფოთვარე საშინაო პოლიტიკისა და მმართველი პარტიის მედეგობის შესახებ. არც თუ ისე პოზიტიურმა პოლიტიკურმა ჰედლაინებმა პოლონეთიდან – დემოკრატიული ინსტიტუტების უგულვებელყოფა, სახალხო დემონსტრაციები, მზარდი კონფლიქტი ევროკავშირთან – მკითხველს შეიძლება აფიქრებინოს, რომ 2015 წელს პოლონელების 54%-ის მიერ არჩეული ნაციონალისტური ხელისუფლება ლოგიკურ დაღმასვლას განიცდის. სინამდვილეში კი, მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (Prawo i Sprawedliwość, PiS) საკმაოდ …

ტეგები: ,

10/11/2018 - 10:00


მერკელის კოალიცია ტორტმანებს


ავტორი: ენდრიუ რეტმანი (Andrew Rettman) – თავდაპირველად გამოქვეყნდა Euobserver.com-ზე. ფედერალურ მხარეებში გამართულ არჩევნებში პოზიციებს რადიკალები იუმჯობესებენ რეგიონულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის (Angela Merkel) კოალიციური პარტნიორი, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) აცხადებს, რომ შესაძლოა კოალიციური მთავრობა დატოვოს. სოციალ-დემოკრატებმა ჰესენის ფედერალურ მხარეში კვირას, 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ხმათა მხოლოდ 19.8% მიიღეს, განსხვავებით ხუთი წლის წინანდელი …

ტეგები: , , ,

03/11/2018 - 06:50


ბელგიის არჩევნები: მწვანე ტალღა დაყოფილ ქვეყანაში


14 ოქტომბერს ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, სადაც ბელგიელებს და ბელგიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალება მიეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაეკომპლექტებინათ. ბელგია ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც სამი რეგიონისაგან – დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონის, ვალონიის რეგიონისა და ფლანდრიის რეგიონისაგან შედგება. ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ორგანიზებას სწორედ რეგიონები უწევენ.  დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონი  19 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, ვალონიის რეგიონი – 5 პროვინციისა და …

ტეგები: , ,

22/10/2018 - 13:07


ლე მონდი: ერიკ ფურნიესთვის უნგრეთი “სამაგალითოა”


(30 ივნისი 2018, ლე მონდი, ავტორი: ბლეის გოქლინ/Blaise Gauquelin) შეიძლება ელჩი უნგრეთში საფრანგეთს წარმოადგენდეს და პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანივით ლაპარაკობდეს? ასეთი კითხვა დაუსვეს საფრანგეთს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 29 ივნისს, ევროპული საბჭოს ბოლო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ერთი დღით ადრე, დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა ჯგუფმა “მედიაპარტ” (Mediapart) ბუდაპეშტში საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს მიერ პარიზში 18 ივნისს გამოგზავნილი დიპლომატიური …

ტეგები: , ,

02/07/2018 - 23:32


საფრანგეთი: აღდგება კი სავალდებულო სამხედრო სამსახური?


ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საფრანგეთი სავალდებულო სამხედრო სამსახურს აღადგენს. ეს ასე არაა. “სავალდებულო ეროვნული სამსახურის” (Service National Universel, SNU) შექმნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მთავრობამ  დაწვრილებით ჩამოაყალიბა და ამ დღეებში სახალხოდ წარადგინა. თავისი არსით, ის უფრო საგანმანათლებლო პროექტია ახალგაზრდობისათვის, ვიდრე სამხედრო მომზადების ერთ-ერთი სახეობა. პროექტის კურატორის, ბრიგადის გენერალ დანიელ მენაუინის [Daniel …

30/06/2018 - 13:53


ნარკოპოლიტიკა საფრანგეთის ყურადღების ცენტრში


უახლოეს ხანებში საფრანგეთის მთავრობა ნარკოტიკების გამოყენებისათვის ჯარიმების სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელთა დაკისრებაც პოლიციელებს პირდაპირ ადგილზე შეეძლებათ, ეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლომბმა  (Gerard Collomb) 25 იანვარს განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა კვლავაც მკაცრად მოეკიდება ნარკოტიკების გამოყენებას: „მარიხუანას გამოყენების დეკრიმინალიზაცია არ ხდება,” ამტკიცებს მინისტრი. კოლომბმა ხაზი გაუსვა, რომ 1970 წლის კანონი, რომლითაც გარკვეულ შემთხვევებში …

ტეგები:

30/01/2018 - 18:17


ევროპის მხსნელი?


საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებით, ემანუელ მაკრონი სერიოზულ ძალად გადაიქცა. ახლა მისი მთავარი ამოცანა ქუჩის პროტესტების მოთოკვა იქნება. ფლორანს ლეერისი ექთანია საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ კალვადოსში, მაგრამ ორშაბათიდან ის პარლამენტის დეპუტატის ახალ კარიერას დაიწყებს. მეხანძრე ჟან მარი ფიევე, მას ქვეყნის დასავლეთ პროვინციითან შეუერთდება. ორივე ახალფეხშედგმულია პოლიტიკაში პარტიიდან „წინ რესპუბლიკა!“ (LRM), რომელიც ემანუელ მაკრონს ცხოვრებაში …

ტეგები: ,

18/06/2017 - 15:34


ტრამპის დოქტრინა გაცხადდა


“ტრამპის დოქტრინა, რომელსაც მისი მრჩევლები გვაცნობენ, შიშისმომგვრელია.” კლარიონმა უკვე გაგაცნოთ აშშ ადმინისტრაციის მრჩევლების მიერ გამოქვეყნებული საეტაპო სტატია “უპირველესად ამერიკა არ ნიშნავს ეულ ამერიკას”. ამჯერად გთავაზობთ ამ სტატიაზე ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპისა და ამერიკის ცენტრის დირექტორის, კონსტანც შტელცენმიულერის გამოხმაურებას. მსოფლიო უკვე კარგა ხანია მარჩიელობს, ტრამპიზმი მხოლოდ მუქარით სავსე ტვიტებით და მოუთოკავი ინსტინქტებით განსხეულდება, თუ მის უკან რამე …

ტეგები: , , ,

11/06/2017 - 18:35


„უპირველესად ამერიკა“ არ ნიშნავს „ეულ ამერიკას“


პრეზიდენტი ტრამპი ახლახანს დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ცხრადღიანი მოგზაურობიდან, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა, თუ რას გულისხმობს მისი მიდგომა „უპირველსად ამერიკა!”. ამერიკა ლიდერობას ბრძოლის უკანა ხაზიდან არ აპირებს. ვემსახურებით რა ამერიკელ ხალხს, ჩვენი ადმინისტრაცია ამერიკის წინამძღოლობისადმი ნდობას აღადგენს. „უპირველესად ამერიკა” არ გულისხმობს ეულ, უმეგობრო ამერიკას. ის გულისხმობს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დაცვისა და განვითარებისადმი ერთგულებას და, იმავდროულად, …

ტეგები: , , ,

06/06/2017 - 18:53


პრეზიდენტ მაკრონის საინაუგურაციო სიტყვა


ქალბატონებო, ბატონებო, წარსულ 7 მაისს, როგორც გახსოვთ, ფრანგებმა აირჩიეს იმედი და წარმატების სულისკვეთება. მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებს. ყველგან ისმოდა კითხვა – ნუთუ ფრანგებიც დაემორჩილებიან წარსულის ილუზიას, გამოეთიშებიან მსოფლიოს ფეხისხმას, გაერიდებიან ისტორიულ სცენას, გზას დაუთმობენ ანტიდემოკრატიულ ტალღას, ერის დაყოფის სულისკვეთებას და ამით ზურგს შეაქცევენ განმანათლებლობას? თუ შეეგებებიან მომავალს, ერთად გადაწყვეტენ ახალი შემართებით სვლას, …

ტეგები: , , ,

14/05/2017 - 17:15


ორბანი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს ხურავს


4 აპრილს უნგრეთის პარლამენტმა 123 მომხრით 38-ის წინააღმდეგ დაამტკიცა პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის (Viktor Orbán) მმართველი პარტიის, ფიდეშის (Fidesz) საკანონმდებლო ინიციატივა, ე.წ. Lex CEU. შედეგად, 2018 წლის პირველი იანვრიდან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU/ცეუ) ბუდაპეშტში მუშაობას ვეღარ განაგრძობს. პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატიცის მიხედვით, ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებულ უნივერსიტეტებს, რომლებიც უნგრეთში დიპლომს გასცემენ, საკუთარ ქვეყანაში საუნივერსიტეტო კამპუსის უნდა …

ტეგები: , , ,

07/04/2017 - 17:45


თბილისიდან: პოლონეთის ამბების აღქმა


კლარიონის კითხვებს პოლონეთის შესახებ ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები პასუხობენ: ევროკავშირმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის” პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა საკონსტიტუციო ტრიბუნალის უფლებების შეზღუდვის გამო. მძაფრი კრიტიკა ისმის მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამოც. რა ხდება პოლონეთის თავს? სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი, სალომე სამადაშვილი: პოლონეთს და ბრიუსელს შორის დაპირსპირება, რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, მაგრამ ამავე …

ტეგები: ,

26/01/2016 - 14:52


ვარშავიდან: საით მიდის პოლონეთი?


პოლონელი ექსპერტები და პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის მდგომარეობაზე მსჯელობენ. პოლონეთი საბჭოური პოლიტიკისკენ მიდის და არა მემარჯვენეობისკენ, ფიქრობს ადამ ზამოისკი (Adam Zamoyski), პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ისტორიკოსი: „კანონისა და სამართლიანობის” პარტიის გამარჯვების შემდეგ დასავლური გაზეთები ხშირად წერენ, რომ პოლონეთი მემარჯვენეობისაკენ გადაიხარა. ეს შეხედულება მცდარია. ამ პარტიის ლიდერები კომუნისტური ეპოქოს პოლიტიკურ კულტურას განასახიერებენ. საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეების დანიშვნის გარშემო გაშლილი …

ტეგები: ,


საით მიდის პოლონეთი?


ჩვენს ევროპელ მეგობარს რთული დღეები უდგას ევროკომისიამ 13 იანვარს გამოაცხადა, პოლონეთის კანონების დემოკრატიულობას შევისწავლითო. ბრუსელს პოლონეთის ახალი მთავრობის მიღებული კანონები აშფოთებს. კრიტიკოსების თქმით, ისინი საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მას-მედიას მმართველ პარტიას უქვემდებარებს. „კანონიერების მექანიზმის” გამოყენება ნიშნავს, რომ ბრუსელის აზრით ეს ნაბიჯები ევროკავშირის ღირებულებებს „სისტემურად ემუქრება”. თანა-თავმჯდომარე ფრანს ტიმერმანსის (Frans Timmermans) თქმით, ევროკომისია პირველად აამოქმედებს ევროკავშირის „კანონიერების …

ტეგები: ,

21/01/2016 - 13:52


Page 3 of 3

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button