MEGOBARI აქტის განხილვის ფონზე, ჯო უილსონმა ივანიშვილის „ხელშემწყობთა“ სია გამოაქვეყნა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა 6 მაისს ქართველი თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მან „ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ხელშემწყობ პირებად“ მოიხსენია და აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან, მათ შორის ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან საქართველოს დაახლოებაში დაადანაშაულა.

X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უილსონმა დაწერა: „MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური კაბალის ყველა ხელშემწყობმა პირმა ეს შეტყობინება უნდა მიიღოს. მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან მიიღებთ შედეგებს“.

სიაში შედიან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. სიაში ასევე ფიგურირებენ მოსამართლეები, მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღება. კანონპროექტს ახლა სენატი განიხილავს და კენჭს უყრის, რის შემდეგაც ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ის სანქციებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ წევრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან მნიშვნელოვან კორუფციაში, პოლიტიკურ ძალადობაში ან დაშინებაში, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან საქართველოს ჩამოშორებას ისახავს მიზნად. შეზღუდვები შესაძლოა სანქცირებული პირების ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.

ბიძინა ივანიშვილისხელშემწყობთასიაში შედიან:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version