გამოკითხვა: ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნებს, მმართველ პარტიას პოლიტიკურ კრიზისში ადანაშაულებს

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 18-დან 30 იანვრამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევის შედეგები ასახავს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის განწყობებსა და დამოკიდებულებებს საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ. სხვა საკითხებთან ერთად, შედეგები აჩვენებს, რომ ქართველების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და ამაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

ძირითადი მიგნებები

კვლევის ფარგლებში ქვეყნის მაშტაბით გამოიკითხა 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაციას 25 წლის მანძილზე ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში.

ეს კონკრეტული კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა (CSF) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერითა განხორციელდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version