რადიო თავისუფლება: კონგრესის წერილი მარკო რუბიოს მოუწოდებს, დაასანქცრიოს ივანიშვილის “მაცოცხლებელნი”

რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ვაშინგტონში თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის კონგრესმა წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ. რადიო თავისუფლების ცნობით, წერილში ჩამოთვლილია ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ სია – 25 პირის გვარი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ელიტარულ კორუფციაზე, პროპაგანდასა და რეპრესიებზე. წერილი მომავალ სახელმწიფო მდივანს მათთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს.

წერილი ასევე აცნობებს სახელმწიფო მდივნის კანდიდატს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას. წერილი აღნიშნავს, რომ მართალია, შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ივანიშვილის სანქცირებით, მაგრამ აუცილებელია იმის აღიარება, რომ მისი ძალაუფლება ძლიერდება „მაცოცხლებელთა “ ქსელით და, შესაბამისად, აღნიშნული პირებიც სანქცირებულნი უნდა იყვნენ.

სიაში მოხვდნენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ქართული ოცნების ლიდერები, მინისტრები და ოფიციალური პირები, ბიზნესმენები და მოსამართლეები:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version