აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე გაიმართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრები 26 ნოემბერს 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომაზე შეიკრიბნენ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა. ოპოზიციამ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ისინი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

უმაღლესი საბჭოს სხდომა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციაზე ახლად მოწვეულ საბჭოს „არაკონსტიტუციური“ და „არალეგიტიმური“ უწოდეს.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს მანდატები ასე გადანაწილდა: 13 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 4 მანდატი „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, 2 მანდატი „გახარია – საქართველოსთვის“, 1 მანდატი „კოალიციას  ცვლილებისთვის“ და 1 მანდატი „ძლიერ საქართველოს“.

ჩვეული პროცედურული პრაქტიკის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით გაბაიძე წარადგინა; ამასთან, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.

უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები „ქართული ოცნების“ წევრებმა შემდეგნაირად აირჩიეს:

კომიტეტები დაკომპლექტდა უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრებით:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version