საქართველომ EURO-2024-ზე პორტუგალიას მოუგო და ფლეიოფში გადავიდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 26 ივნისს პორტულიას მოუგო ანგარიშით 2:0 და ფლეიოფში გადავიდა.

პირველი გოლი მატჩის მე-2 წუთზე ნაპოლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. 57-ე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ეს უკვე მისი მესამე გოლია ევროპის ჩემპიონატზე.

კიდევ ერთხელ საუკეთესო თამაში აჩვენა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა.

თურქეთთან წაგებისა და ჩეხეთთან თამაშის ფრედ დამთავრების შემდეგ, ცოტას თუ სჯეროდა, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაამარცხებდა, რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა წინა ორი თამაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version