ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 24 ივნისს ბრიუსელში „ერთიანობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი. დეკლარაციაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გეგმებია ასახული. პარტიები აცხადებენ, რომ ისინი ერთიანდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიისა“ და მისი პრინციპების გარშემო. მათი თქმით, არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, ისინი გამონახავენ ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას ერთიანობისა, რომელიც „ყველაზე ეფექტური იქნება არჩევნებში გამარჯვებისა და არჩევნების შემდეგ საჭირო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“.

დეკლარაციას ხელს აწერენ: გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. პარტიები სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ, შემოურთდნენ დეკლარაციას.

ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ქმედებებით, რომელიც „ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის  საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ“. ისინი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ გაერთიანდებიან მომავალი არჩევნებისთვის, რათა შევიდნენ პარლამენტში და საჭირო რეფორმები განახორციელონ. პარტიები პირობას დებენ, რომ გაათავისუფლებენ ქვეყანას ოლიგარქიისაგან და „ქართული ოცნების“ მმართველობისგან და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებენ.

პარტიები პირობას დებენ, რომ გაცხადებული მიზნების მისაღწევად, გაერთიანებისა და არჩევნების მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამას გააკეთებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად. დეკლარაციის ხელმომწერები პირობას დებენ, რომ:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version