ურსულა ფონ დერ ლაიენი: საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების „მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 1 მაისს საღამოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ძალადობა თბილისის ქუჩებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ“ და რომ “საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“.

„ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

„მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ“, – ნათქვამია განცხადებაში. „საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version