ვენეციის კომისია შემდგომი საარჩევნო ცვლილებებისა და წინა რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე საუბრობს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთობლივად მომზადებულ და 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც ეხება ცესკოს დაკომპლექტებას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებას და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებას საჭიროებს.

ვენეციის კომისიის ინფორმაციით, ის საკანონმდებლო საკითხები, რომლებიც ბოლო რეფორმების შედეგად მოუგვარებელი დარჩა, ეხება საარჩევნო ოლქების საზღვრების დელიმიტაციას, პრეზიდენტობისა და დეპუტატობის კანდიდატებისთვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე შემზღუდველ მოთხოვნებს და ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებამოსილების სხვა შეუსაბამო კრიტერიუმებს, ასევე დამატებით ასპექტებს საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, დებულებებს კამპანიის მიზნებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობების მაღალ დონეს, რაც თანაბარი პირობების შექმნაზე გავლენას ახდენს, კამპანიის დაფინანსების შემდგომ რეგულირებას და ზედამხედველობას, მედია კამპანიის რეგულაციების შემუშავებას, საარჩევნო დავების მოგვარების სისტემის გაძლიერებას ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, ხმების გადათვლას და გაბათილებას, ასევე ამომრჩეველთა დაშინების თავიდან აცილების ზომებს.

„თვალშისაცემია ბოლო წლებში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სიხშირე“, – ნათქვამია მოსაზრებაში. უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, 2021 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები – მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რასაც ვენეციის კომისიაც და ოდირიც მიესალმნენ. იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებები, რომლებიც ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას შორდება, ნათქვამია მოსაზრებაში.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დაკომპლექტებას და მისი უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება. ისინი „რთული და საკმაოდ დამაბნეველია“, ნათქვამია მოსაზრებაში. 2022 და 2023 წლების წინა რეფორმებისგან განსხვავებით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი მმართველი პარტიის ინიციატივით დაჩქარებულად მომზადდა, როგორც ჩანს, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან წელიწადიც აღარ რჩება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე. იგი აღიარებს განზრახვას, რომ საარჩევნო სისტემის ხარვეზები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოიფხვრას. თუმცა, ამასთან სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ რამდენიმე რეკომენდებული ცვლილება არ განხორციელდა. მოსაზრება ხაზს უსვამს სტაბილური საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელობას საზოგადოების ნდობისთვის და ხშირი ცვლილებების წინააღმდეგ აფრთხილებს, რადგანაც ეს ამომრჩევლებისა და საარჩევნო ხელისუფლების პოტენციურ დაბნეულობას იწვევს.

ვენეციის კომისია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით წინა რეკომენდაციებს იმეორებს და ხელისუფლებას ურჩევს:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version