ოკუპირებული აფხაზეთი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებას კრძალავს

„გაუმჭვირვალე საქმიანობებისა და დეზინფორმაციის შესახებ“ შეშფოთების საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა დიპლომატმა, ინალ არძინბამ 7 დეკემბერს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის შესახებ ახალი მიდგომის შესახებ გააკეთა განცხადება. არძინბას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა „პროექტის კითხვარებში აღმოჩენილმა შეუსაბამობებმა“, განსაკუთრებით გაეროს განვითარების პროგრამის „პარტნიორობა მდგრადობისთვის“ კითხვარებში, რომელიც USAID-ის მიერაა დაფინანსებული.

თავის განცხადებაში არძინბამ აღნიშნა, რომ „ბუნდოვანი მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებით“ პროექტის ხელმძღვანელები დეზინფორმაციას აწვდიდნენ „საგარეო საქმეთა სამინისტროს“, რათა „მიეღწიათ მთავარი მიზნისთვის – აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის ხელშეწყობისთვის საზოგადოებრივი პირობების შექმნა“. მან ასევე განაცხადა, რომ „ამას ადასტურებს USAID-ის ოფიციალური სტრატეგია, რომელიც ამ სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული“. არძინბას თქმით, ამ დოკუმენტში აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია“, ხოლო მთელი საქმიანობა მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ‘კრემლის მავნე გავლენასთან დაპირისპირებისკენ’“.  

არძინბამ განაცხადა, რომ USAID-ისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები და „განსაკუთრებით მათი რეგიონური წარმომადგენლები“ „აფხაზეთის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების აქტუალური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით“ არიან დაკავებულმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „სწორედ ამ მიზნით“ ეწვივნენ USAID-ის წარმომადგენლები აფხაზეთს 2021 წელს. მისი თქმით, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვიზიტი ნახსენები იყო როგორც აშშ-ს მთავრობის ვიზიტი საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

არძინბამ USAID-ის კავკასიის მისიის ახალი ხელმძღვანელის, ჯონ პენელის შესახებაც გამოთქვა შეშფოთება და განაცხადა, რომ უკრაინასა და ბელარუსში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილედ მუშაობის დროს, ამ ქვეყნებში შეიქმნა „არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“, რომელიც „აქტიურად ერეოდა ამ ქვეყნების შიდა საქმეებში, ხელი შეუწყო სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, ხელისუფლების დისკრედიტაციას და ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლას შეეცადა“.

მან ასევე განაცხადა, რომ USAID-ის მექანიზმების გამოყენებით უკრაინის შეიარაღებული ძალები დაფინანსებას იღებს, რომელიც „ჩვენი მთავარი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების“ წინააღმდეგაა მიმართული.

აღნიშნა რა, რომ „USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკაში 2019 წლიდან აკრძალულია“, არძინბამ მაგალითად „რუსი და ბელარუსი კოლეგების მოსაზრება“ მოიყვანა, რომლის თანახმადაც „დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია შეცვალონ ღირებულებები, კულტურების დისკრედიტაცია მოახდინონ, ისტორია გააყალბონ და ხალხებს შორის ურთიერთობებს შეუშალონ ხელი”.

ზემოთხსენებულზე დაყრდნობით, ოკუპირებული რეგიონის მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ:

არძინბას ბოლო განკარგულებების კომენტირებისას, არდა ინალ-იპამ, ოკუპირებული აფხაზეთში ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის დირექტორმა, განაცხადა, რომ არძინბამ დიდი ხანია დაისახა მიზნად, რომ არ იმუშავოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. „ფაქტიურად, ინალ არძინბა დიპლომატიით სულაც არ არის დაკავებული, როგორც ამას მისი მანდატი ითვალისწინებს; პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრების მიღწევებს „სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან კომპლექსური ურთიერთობების დამყარების საქმეში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version