2023 წლის მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ: საქართველოს საკითხი

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მოხსენება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს ევროოკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს იმ პირობით, თუ ის რიგ რეფორმებს განახორციელებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „კომისია მიესალმება საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით გაწეულ ძალისხმევას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, რომლის თანახმად, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტია“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და დასძენს, რომ „საჭიროა პოლიტიკური დეპოლარიზაცია და მმართველი პარტიის მეტი პოზიტიური ჩართულობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ „საქართველომ უნდა გაააქტიუროს თავისი ქმედებები, რათა დაუპირისპირდეს დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ  მანიპულირებას, ასევე ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევას, და გააუმჯობესოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებელი“.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მოახლოებულ პერიოდში არჩევნები გაიმართება ჩრდილოეთში მაკედონიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა აღიკვეთოს მესამე სახელმწიფოებისა და არასახელმწიფო აქტორების მიერ ჩარევის ნებისმიერი მცდელობა“.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისიდან თორმეტი პრიორიტეტის ფარგლებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, კომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს იმ პირობით, თუ ქვეყანა რიგ ნაბიჯებს გადადგამს. კერძოდ, ის მოუწოდებს ქვეყანას:

ევროკომისიის მოხსენებაში ასევე საუბარია კომისიის 2022 წლის ივნისის მოსაზრებაში ასახული 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესზე: 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version