რაჭაში მეწყერს სულ ცოტა ორი ადამიანი ემსხვერპლა

რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის შედეგად, დაახლოებით 70 ადამიანი უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. დღის ბოლოსთვის, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დრომდე ვერ ხერხდება კომუნიკაცია კიდევ 10 ადამიანთან, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

შსს-ს პრეს-რელიზის თანახმად, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

ამავე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მასალა განახლდება…

Exit mobile version