საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 ნოემბერს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა და 15.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 34%-ით – 4.54 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 33.2%-ით – 10.6 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6.1 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.
ასევე წაიკითხეთ: