საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სეულში ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვეს.
29 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჭყლეტისას 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მათი უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.
„ჩემი ფიქრები სამხრეთ კორეის ხალხთანაა, სადაც სეულში ტრაგედია მოხდა. საქართველო კორეელი ხალხისა და დაღუპულთა ოჯახების გვერდითაა“, – დაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. „ამ რთულ დროს საქართველო სამხრეთ კორეის გვერდით დგას“, -დაწერა მან Twitter-ზე.
სამხრეთ კორეის მოსახლეობას სოლიდარობა Twitter-ით გამოუცხდა შალვა პაპუაშვილმაც და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიუსამძიმრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)