ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია გრძელდება

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია გრძელდება. 18 იანვარს პარტიამ 13-წევრიანი სამდივნო წარადგინა.

ქვემოთ ნაციონალური მოძრაობის სამდივნოს წევრები არიან წარმოდგენილნი:

პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად ენმ-ში „პასუხისმგებლობები გადანაწილდა“. მისივე თქმით, ახალი სამდივნო „ამ გამოწვევებსაც უპასუხებს“, „პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტშიც იქნება ჩართული“ და სამომავლო ხედვებზეც იმუშავებს.

ნაციონალურ მოძრაობაში რეორგანიზაცია 10 იანვარს დაიწყო და კობა ნაყოფია პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ, პეტრე ცისკარიშვილი კი – გენერალურ მდივნად დანიშნეს.

მაშინ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ განახლების „აქტიური პროცესი“ გაგრძელდებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version