ცესკომ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 16 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული ნაწილი, ასევე მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარების არჩევნების პირველი ტურების შედეგები შეაჯამა.

ცესკოს ცნობით, მერების არჩევისთვის მეორე ტურები გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში, ასევე 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ქართული ოცნების მერობის 44-მა კანდიდატმა გამარჯვება პირველივე ტორში მოიპოვა.

საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, პარტია საქართველოსთვის და თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ოზურგეთში მერობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატიც იბრძოლებს.

თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 42 მაჟორიტარული მანდატისთვის ასევე მეორე ტურები გაიმართება.

მეორე ტურებში მაჟორიტარობისთვის შემდეგი 9 პარტიის კანდიდატები იბრძოლებენ – ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოსთვის, ლელო საქართველოსთვის, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპელი სოციალისტები, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის და თავისუფალი საქართველო. მეორე ტურში, ოზურგეთის მე-11 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობას დამოუკიდებელი კანდიდატი ეცდება.

საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.

მერების არჩევნების მეორე ტურები

თვითმმართველი ქალაქები

თბილისი

ქუთაისი

ბათუმი

რუსთავი

ფოთი

მუნიციპალიტეტები

თელავი

თიანეთი

ქარელი

ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება;

ნიკოლოზ ახალკაცი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ხაშური

ცაგერი

ბაღდათი

წყალტუბო

 ოზურგეთი

სენაკი

მარტვილი

ხობი

ზუგდიდი

წალენჯიხა

ჩხოროწყუ

ხელვაჩაური

მეორე ტურები მაჟორიტარული მანდატებისთვის

თბილისი – #3 ოლქი (საბურთალო)

რუსთავი – #6 ოლქი

ყვარელი – #9 ოლქი

ახმეტა – #3 ოლქი

თიანეთი – #1 ოლქი

დუშეთი – #1 ოლქი

კასპი – #5 ოლქი

ქარელი – #1 ოლქი

ქარელი – #3 ოლქი

ხაშური – #7 ოლქი

ონი – #4 ოლქი

ონი – #7 ოლქი

ლენტეხი – #5 ოლქი

სამტრედია – #8 ოლქი

ალექსანდრე კოხრეიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

ჭიათურა – #12 ოლქი

წყალტუბო – #11 ოლქი

ოზურგეთი – #1 ოლქი

ოზურგეთი – #6 ოლქი

ოზურგეთი – #11 ოლქი

ოზურგეთი – #12 ოლქი

ჩოხატაური – #10 ოლქი

სენაკი – #3 ოლქი

სენაკი – #8 ოლქი

მარტვილი – #3 ოლქი

მარტვილი – #8 ოლქი

მარტვილი – #9 ოლქი

ზუგდიდი – #4 ოლქი

წალენჯიხა – #1 ოლქი

წალენჯიხა – #4 ოლქი

წალენჯიხა – #5 ოლქი

წალენჯიხა – #6 ოლქი

წალენჯიხა – #9 ოლქი

ჩხოროწყუ – #1 ოლქი

ჩხოროწყუ – #2 ოლქი

ჩხოროწყუ – #5 ოლქი

ჩხოროწყუ – #6 ოლქი

ჩხოროწყუ – #7 ოლქი

ქედა – #2 ოლქი

ხელვაჩაური – #5 ოლქი

ხელვაჩაური – #6 ოლქი

ხულო – #1 ოლქი

ხულო – #2 ოლქი

შენიშვნა: მასალაში არასრულად იყო წარმოდგენილი მაჟორიტარულ ოლქებში გასამართი მეორე ტურები. მასალა 20 ოქტომებრს, 22:20 სთ-ის დროით ჩასწორდა და ჩაემატა თიანეთის #1 ოლქი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version