44 მუნიციპალიტეტში „ოცნება“ პირველივე ტურში იგებს, 15-ში მეორე ტურები იქნება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 15:00 საათის ინფორმაციით, წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნება მერების არჩევნებს 59-დან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში იგებს, 15-ში მეორე ტურები გაიმართება.

15-დან 12 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის კანდიდატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დაუპირისპირდებიან. აქედან სამში – სენაკში, ზუგდიდსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ. ცაგერში მმართველი პარტიის კანდიდატი პარტია საქართველოსთვის კანდიდატს დაუპირისპირდება. თიანეთსა და ოზურგეთში კი – მმართველი პარტიის კანდიდატები მოქმედი მერის თამაზ მეჭიაურისა (თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის) და დამოუკიდებელი კანდიდატის – კონსტანტინე შარაშენიძის წინააღმდეგ იბრძოლებენ.

გარდა მუნიციპალიტეტებისა მეორე ტურები იქნება ხუთივე თვითმმართველ ქალაქშიც – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში.

ქვემოთ მუნიციპალიტეტების მერების არჩევნების 15:00 სთ-ის მდგომარეობის არსებული მონაცემებია მოცემული:

აღმოსავლეთ საქართველო

კახეთის რეგიონი

საგარეჯო – უბნების 96.08% დათვლილია

გურჯაანი – უბნების 98.08% დათვლილია

სიღნაღი – უბნების 100% დათვლილია

დედოფლისწყარო – უბნების 100% დათვლილია

ლაგოდეხი – უბნების 94.74% დათვლილია

ყვარელი – უბნების 93.55% დათვლილია

თელავი (მეორე ტური დაინიშნება) – უბნების 94.55% დათვლილია

ახმეტა – უბნების 86.67% დათვლილია

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

მცხეთა – უბნების 97.87% დათვლილია

დუშეთი – უბნების 96.08% დათვლილია

ყაზბეგი – უბნების 100% დათვლილია

თიანეთი (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 100% დათვლილია

ქვემო ქართლის რეგიონი

გარდაბანი – უბნების 95.45% დათვლილია

მარნეული – უბნების 100% დათვლილია

ბოლნისი – უბნების 98.41% დათვლილია

დმანისი – უბნების 100% დათვლილია

წალკა – უბნების 100% დათვლილია

თეთრიწყარო – უბნების 100% დათვლილია

შიდა ქართლის რეგიონი

გორი – უბნების 87.85% დათვლილია

კასპი – უბნების 97.44% დათვლილია

ქარელი (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 95% დათვლილია

ხაშური (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 92.45% დათვლილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

ბორჯომი – უბნების 100% დათვლილია

ახალციხე – უბნების 91.67% დათვლილია

ადიგენი – უბნების 94.74% დათვლილის 

ასპინძა – უბნების 95.83% დათვლილია

ახალქალაქი – უბნების 97.18% დათვლილია

ნინოწმინდა – უბნების 100% დათვლილია

დასავლეთ საქართველო

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი

ონი – უბნების 100% დათვლილია

ამბროლაური – უბნების 1005 დათვლილია

ცაგერი (მეორე ტური გაიმართება)- უბნების 100% დათვლილია

ლენტეხი – უბნების 100% დათვლილია

იმერეთის რეგიონი

ხარაგაული – უბნების 92.11% დათვლილია

თერჯოლა – უბნების 97.06% დათვლილია

საჩხერე – უბნების 98.28% დათვლილია

ზესტაფონი – უბნების 96.3% დათვლილია

ბაღდათი (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 100% დათვლილია

ვანი – უბნების 100% დათვლილია

სამტრედია – უბნების 98.04% დათვლილია

ხონი -უბნების – 96.67% დათვლილია

ჭიათურა – უბნების 93.22% დათვლილია

ტყიბული – უბნების 100% დათვლილია

წყალტუბო (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 79.11% დათვლილია

გურიის რეგიონი

ოზურგეთი (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 87.3% დათვლილია

ლანჩხუთი – უბნების 87.18% დათვლილია

ჩოხატაური – უბნების 97.44% დათვლილია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

მესტია – უბნების 97.56% დათვლილია

აბაშა – უბნების 100% დათვლილია

სენაკი (მეორე ტური გაიმართება) – ხმების 81.82% დათვლილია

მარტვილი (მეორე ტური გაიმართება) – ხმების 92.5% დათვლილია

ხობი – (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 93.94% დათვლილია

ზუგდიდი (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 91.74% დათვლილია

წალენჯიხა (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 96.55% დათვლილია

ჩხოროწყუ (მეორე ტური გაიმართება) – უბნების 92.86% დათვლილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ქედა – უბნების 93.75% დათვლილია

შუახევი – უბნების 98% დათვლილია

ხელვაჩაური – (მეორე ტური იქნება) – უბნების 97.87% დათვლილია

ხულო – უბნების 100% დათვლილია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version