საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ 15 მარტს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 12.0%-ით შემცირდა და 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი გახდა.
ექსპორტის მოცულობა 6.8%-ით 494.7 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტმა კი – 14.1%-ით დაიკლო და 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% იყო, რაც 664.6 მლნ. აშშ დოლარია.
ასევე წაიკითხეთ: