ივანიშვილმა აქტივების დიდი ნაწილი საკუთარ ფონდს გადასცა

ჟურნალ Entrepreneur-ის ქართული გამოცემისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა, თავის მიმდინარე და დაგეგმილ საქველმოქმედო საქმიანობებზე ისაუბრა.

ინტერვიუს თან იმ აქტივების ნუსხა ახლავს, რომელიც ივანიშვილმა 30 და 31 დეკემბერს მის მიერ 1995 წელს დაფუძნებულ ფონდ „ქართუს“ გადასცა.

თავდაპირველი ნუსხა

თავდაპირველად, ფონდს გადაეცა:

„ქართუ“ ფონდს ასევე გადაეცა:

ფონდს ასევე გადაეცა:

ქონების დაგეგმილი გადაცემა

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მისი ქონება არ გაზრდილა, ხოლო Bloomberg-ის და Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საწინააღმდეგოდ, მისი ქონება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ის აქტივებიც, რომლებიც უკვე ფონდ „ქართუს“ გადაეცა.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი აქტივების ფონდისთვის გადაცემის პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩება, რომელიც მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. „შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში. მისივე თქმით, მისი ხელოვნების ნიმუშების კოლექცია ასევე ფონდ „ქართუს“ გადაეცემა, ან უშუალოდ ხელოვნების ნიმუშების, ან მათი გაყიდვიდან შემოსული თანხის სახით.

ინტერვიუში ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფონდმა უკვე დახარჯა 3 მილიარდი ქველმოქმედების მიზნით, ხოლო დამატებით მილიარდი მან პოლიტიკური ხარჯებისთვის, სოციალური მეწარმეობისთვის/ეკონომიკური პროექტებისთვის და ახლობლების მრავალრიცხოვანი წრის დასახმარებლად გაიღო.

ივანიშვილის თქმით, მან უკვე განაცხადა ადრე, რომ მისი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოახმარდა.

„ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version