ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, დეპუტატებმა პარლამენტისა და კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისა და ფიცის დადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

„დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა არჩევამდე ოპოზიციის წევრებზე საუბრისას, რომლებიც პარლამენტში შესვლასა და დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობენ.

თალაკვაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც მისივე შეფასებით, 2020 წელს მრავალპარტიულ პარლამენტს დაუდო საფუძველი და „დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა“ გააჩინა.

თალაკვაძემ ახალი პარლამენტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, „მთელი პასუხისმგებლობით“ იმუშავებს „პრაგმატული“ საგარეო პოლიტიკის გასატარებლად, დაიცავს ადამიანის უფლებებს და „განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“ კანონის უზენაესობის პრინციპების განხორციელებას.

„ვპირდებით საზოგადოებას, რომ თანმიმდევრული და კოორდინირებული ქმედებებით შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, – დაამატა მან.

დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გია ვოლსკი, მოადგილეებად კი – კახაბერ კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აირჩია. ამ თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტები ვაკანტური დარჩა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის ლიდერი კი – პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნებიან.

დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. პოსტები ქართული ოცნების შემდეგ დეპუტატებს ერგოთ:

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version