ფოტოამბავი: ოპოზიციის „მდუმარე აქცია“ მაიკ პომპეოს ვიზიტისას
ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მდუმარე საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 18 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/CIvil.ge
18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრები, თბილისის ცენტრში, ოპოზიციის ლიდერების, მათი მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მდუმარე საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის წამომადგენლებს არ შეხვდა, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნები შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ახალ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. პომპეოსთვის იმის სათქმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოში არჩევნები გააყალბა, ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობიდან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზამდე დაახლოებით 1.5 კმ-იანი ცოცხალი ჯაჭვი მოაწყო.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, იანა ყორბეზაშვილმა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ საპროტესტო ბანერებითა და მდუმარე პროტესტით გამოხატული სათქმელი ფოტოებში ასახა.
საპროტესტო აქციის მონაწილე მერაბ კოსტავას გამზირზე ხელში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლით, რომელსაც აწერია „გაყალბებულია“, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geპროტესტის მონაწილეები კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დასაცავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმის პუტინისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიან სტიკერებზე დგანან, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geპროტესტის მონაწილე კოსტავას გამზირზე ხელში აშშ-ისა და საქართველოს დროშებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geპროტესტის მონაწილეები აშშ-ის გაშლილი დროშით რუსთაველის გამზირზე მიაბიჯებენ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geპროტესტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე ხელში აშშ-ისა და საქართველოს დროშებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსოციალური დისტანციის დაცვისთვის გამიზნული სტიკერები ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსოციალური დისტანციის დაცვისთვის გამიზნული სტიკერები ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსაპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსაპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ის გაშლილი დროშიც ხელში, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსაპორტესტო აქციის მონაწილეები გერმანიისა და აშშ-ის დროშებით პარლამენტის წინ, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში, 18 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge