ცესკო: 14 მაჟორიტარულ ოლქს ქართული ოცნება იგებს, 16-ში მეორე ტური იქნება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში ქართული ოცნების კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ, 16-ში კი – მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურები გაიმართება დედაქალაქის რვავე ოლქში, ასევე ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, სადაც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტის მოგროვება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო.

თბილისის მუნიციპალიტეტი

ცესკოს მონაცემებით, დედაქალაქში ერთის გარდა ყველა მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. გლდანის ოლქში 44.06%-ით პირველ ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს კი – ამომრჩეველთა ხმების 42.48% აქვს.

#1 მთაწმინდა-კრწანისის რაიონი

#2 ვაკის რაიონი

#3 საბურთალოს რაიონი

#4 ისნის რაიონი

#5 სამგორის რაიონი

#6 დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი

#7 ნაძალადევის რაიონი

#8 გლდანის რაიონი

რეგიონები

#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები

#12 რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები

#16 ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტები ასევე გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნოქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები

#21 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტები

#23 ქუთაისის მუნიციპალიტეტი

#27 ზუგდიდი მუნიციპალიტეტი

#28 ბათუმის მუნიციპალიტეტი

#30 – ხელვაჩაურისა (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) და ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები

ოლქები, რომლებშიც ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა

#9 გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები

#11 მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები

#13 მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა)

#14 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები

#15 კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა)

#17 ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები

#18 ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები

#19 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები

#20 საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები

#22 სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები

#24 ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები

#25 წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები

#26 ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები

#29 ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version