საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.
ამავე ინფორმაციით, 2020 წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.0%-ით შემცირდა. პირველ 8 თვეში იგივე მაჩვენებელი -5.6% იყო.
ასევე წაიკითხეთ: