ენმ-ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“ 23 სექტემბერს 30 მაჟორიტარული ოლქიდან 25-ში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

როგორც ცნობილია, თბილისის ორ საარჩვნო ოლქში – გლდანსა და სამგორში – ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იყრიან კენჭს. პარტიამ დღესვე განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. რაც შეეხება თბილისის დანარჩენ 5 საარჩევნო ოლქს, ნაციონალური მოძრაობა აქ ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატების სია ასეთია:

დღესვე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო ბლოკმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. ბლოკის სახელით უზენაესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოლებენ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version