საქართველოს მორაგბეთა ნაკრები – „ლელოები“ – 2020 წლის შემოდგომაზე რვა ერის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა 10 სექტემბერს დაადასტურა.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე სათამაშოდ იაპონიის ნაცვლად მიიწვიეს, რომელმაც სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების გამო თქვა.
ტურნირზე გუნდები ორ კალათად დაიყოფიან. საქართველოს ნაკრები უელსის, ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთ კალათში გამწესდება.
საქართველოს რაგბის კავშირის თქმით, ტურნირში მონაწილეობა ქართული რაგბის აღიარებაა.