მსოფლიო ბანკმა საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად 35.7 ევროს სესხი გამოუყო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსთვის პროექტ Log-in Georgia-ს მხარდასაჭერად 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი სესხის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას 31 აგვისტოს მოაწერეს ხელი.

პროექტ Log-in Georgia შესახებ, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით განხორციელდება, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში განაცხადა. პროექტის მიზანი 1 000-მდე სოფლის, მათ შორის მაღალმთიანი  დასახლებული პუნქტების, ასევე 500 000 ადამიანის მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვერთან დაკავშირებაა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია:

სებასტიან მოლინეუსის თქმით, პროექტი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას დააჩქარებს. აგრეთვე, დაეხმარება ქვეყნას უზრუნველყოს „სოფლის მოსახლეობისა და რეგიონებში მოქმედი საწარმოებისათვის იმ შესაძლებლობებთან წვდომა, რითაც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს“.

Exit mobile version