სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 ივლისს „უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე“ ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოდან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფულს ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით, საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე რიცხავდნენ.
უწყებისვე განმარტებით, ბრალდებულები ფულადი გადარიცხვების სანაცვლოდ „დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ“. კერძოდ, სუს-ის ცნობით, მათ მიერ უკანონოდ გადარიცხული თანხის საერთო მოცულობამ 12 603 569 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა შემოსავალმა – 504 142 ლარი შეადგინა.
ასევე წაიკითხეთ: