საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 21 ივლისს გამართულ აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 10 წლის ვადიანობის მქონე „ბენჩმარკ“ ობლიგაციები გაყიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში სულ 4 კომერციული ბანკი მონაწილეობდა და მთლიანმა მოთხოვნამ 76 050 000 ლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.890%, მაქსიმალური 9.250%, ხოლო საშუალო შეწონილი კი – 9.204% იყო.
ასევე წაიკითხეთ: