საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი რუკის ან ასეთი გამოსახულების სხვა საგნის დამზადების, წარმოების, რეკლამირების, გამოყენების, ქვეყანაში შემოტანა-გატანის ან რეალიზებისთვის მოქალაქეები ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც 2 ივლისს ამოქმედდა, ამ დანაშაულის ჩადენისთვის პირი პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ იგი შესაბამის ნივთს ნებაყოფლობით, გამოძიების დაწყებამდე ჩააბარებს და მის ქმედებაში სხვა დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთება.